გამძლეობა: საკმაოდ გამძლე ავტომობილია, თუმცა ჩვენი ქვეყნის პირობებში მოფრთხილება მაინც სჭირდება
სერვისი: ამ ავტომობილის სერვისი პრობლემას არ წარმოადგენს. ხელოსნის პოვნა შესაძლებელია, თუმცა ზოგიერთი სერვისი ძვირია. საქართველოში არ არის ავტორიზებული სერვის-ცენტრი
ნაწილები: ამ ავტომობილის ნაწილები ადგილზე იშოვება, თუმცა ფასი საკმაოდ მაღალია. შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: საკმაოდ კომფორტული ავტომობილია, ყველა კომპლექტაცია აქვს ამ კომპონენტის დასაკმაყოფილებლად
სალონი: საკმაოდ დახვეწილი და კომფორტული სალონი აქვს. იგრძნობა ხარისხი
გავრცელებული პრობლემები: ყველაზე ხშირად ავტომატური გადაცემათა კოლოფის გაუმართაობას უჩივიან
საიდან ჩამოვიყვანოთ: საუკეთესო ვარიანტია ევროპის ქვეყნები. შეძენამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ ავტომობილის რესურსი ამოწურული არ არის
წყარო: autobild-ის მკითხველი