მერსედესის პიკაპი უკვე იტესტება
მერსედესის პიკაპი უკვე იტესტება
04.05.2016
”მერსედესი” რომ პიკაპის გამოშვებას გეგმავს, ამის შესახებ მკითხველი, დიდი ხანია, ინფორმირებულია. ცნობილია ისიც, რომ ”დაიმლერი” ახალ სეგმენტში შესაბიჯებელი ავტომობილის შექმნის პროცესში ”ნისანისა” და ”რენოს” ალიანსთან თანამშრომლობს. ახლა კი გერმანულ AUTO BILD-ში გამოქვეყნდა ”მერსედესის” პიკაპის პირველი ფოტოები, სადაც ავტომობილი, რა თქმა უნდა, კარგადაა შენიღბული, მაგრამ გარკვეულ შთაბეჭდილებას ეს ფოტოებიც ქმნის. ამრიგად, ”მერსედესი” უკვე ტესტავს პირველ პროტოტიპებს ავტომობილისა, რომელსაც, გავრცელებული ცნობების თანახმად, Mercedes GLT-ს დაარქმევენ.

Auto Bild

დადასტურებული ინფორმაციით, ”მერსედესის” პიკაპი Nissan NP300-ის ბაზაზე იქმნება. ოღონდ, ”დაიმლერში” აცხადებენ, რომ ავტომობილის დიზაინსა და კონსტრუქციას მთლიანად ”მერსედესი”
ქმნის. ანუ, შტუტგარტელთა პიკაპი პრემიუმ-კლასის ავტომობილი იქნება! ”მერსედესი” ამ ავტომობილით ევროპის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის და ლათინური ამერიკის ბაზრებზე შეაბიჯებს. აშშ-ის ბაზარზე კი, სადაც პიკაპები ყველაზე მეტად უყვართ, ჯერჯერობით არ ფიქრობენ, რადგან ”მერსედესის” პიკაპის ტვირთამწეობა ერთ ტონაზე მეტი არ იქნება, რაც ამერიკელებისთვის ცოტაა.

Auto Bild

შესაბამისად, ”მერსედესის” პიკაპი ისეთი პოპულარული ამერიკული პიკაპების კონკურენტი კი არ იქნება, როგორებიცაა Ford F-150 ან Chevrolet Silverado, არამედ პირველ რიგში VW Amarok-ს, Toyota Hilux-ს და Mitsubishi L200-ს გაუწევს კონკურენციას. შვაბები ამ მანქანის პოზიციონირებას გასართობი პიკაპის რანგში გეგმავენ.

Mercedes GLT-ს წარმოება კორდობასა (არგენტინა) და
ბარსელონაშია (ესპანეთი) დაგეგმილი. ბაზა ”ნისანის” იქნება, სავალი ნაწილი და ძრავები კი - ”მერსედესის”.

Auto Bild

ასევე იხილეთ:
განახლებული ამაროკი დიზელის ახალი Top-ძრავით
Auto Bild


პოლიციის ახალი პიკაპი ფორდისგან: F-150 Police Truck
Auto Bild


ლენდ კრუიზერი 6-ბორბლიან მონსტრად გადააკეთეს!
Auto Bild


ახალი ცნობები მერსედესის პიკაპის შესახებ
Auto Bild


ახალი ამერიკული მონსტრი: Dodge Ram
Auto Bild


ნისანის მონსტრი პიკაპი დიზელის 8-ცილინდრიანით!
Auto Bild


Ford F-150 Raptor Supercrew - ამერიკის სიამაყე
Auto Bild


პიკაპის ტიუნინგი ამერიკულად - Ford F-150
Auto Bild


8 ცილინდრი და ალილუია
Auto Bild


გონივრული პიკაპი: ახალი Mitsubishi L200
Auto Bild


მონსტრი ჯიპები ამერიკიდან (+ ფოტოგალერეა)
Auto Bild


რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად