ამ ლამბორგინის მხოლოდ 2 ცილინდრი და 18 ცხენის ძალა აქვს!
ამ ლამბორგინის მხოლოდ 2 ცილინდრი და 18 ცხენის ძალა აქვს!
28.05.2018
„ლამბორგინი“ სუპერ-ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ფერუჩო ლამბორგინი, სანამ ავტომობილების წარმოებას გადაწყვეტდა, ტრაქტორებს აწარმოებდა. თავად კი „ფერარის“ ავტომობილების ფანი იყო და ენცო ფერარისთანც საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ეს ტრაქტორი სწორედ ფერუჩოს ფაბრიკის ნაწარმია. მას მხოლოდ ერთი, ძალიან არაკომფორტული ადგილი და 2-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც სულ რაღაც, 18 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ტრაქტორი, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, შეერთებულ შტატების მოქალაქის საკუთრებაშია, მაგრამ ის მას ჰყიდის... დაახლოებით „აუდი S3-ის“ ფასად.

Auto Bild

ეს ყველაზე პატარა სასოფლო მანქანაა (2241R) მათ შორის, რომლებიც „ლამბორგინი ტრაქტორის“
ფაბრიკას გამოუშვია. ის სერია „ლამბორგინეტას“ ყველაზე პატარა მანქანაა და იმითაც არის გამორჩეული, რომ იტალიური კომპანიის მიერ წარმოებული პირველი ძრავითაა აღჭურვილი.

Auto Bild
  • ცნობილია, რომ 2241R ფერუჩოს საყვარელი ტრაქტორი იყო. და 1993 წელს, როცა 76 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა, მისი ცხედარი სწორედ ამ ტრაქტორით გაასვენეს.
Auto Bild

1960 წელს გამოშვებული ეს ტრაქტორი სრულად არის აღდგენილი და შეღებილია ორიგინალურ, ნარინჯისფერსა და ლურჯ ფერებში. ფილადელფიური „LBI ლიმიტედი“ ტრაქტორში 45 000 დოლარს ითხოვს, რაც „ურაკანის“ ფასზე დაახლოებით ხუთჯერ იაფია.

Auto Bild