გერმანელი კაცების საყვარელი მოდელის ეფექტური GT-R
გერმანელი კაცების საყვარელი მოდელის ეფექტური GT-R
26.12.2017
გერმანელი ფოტო-მოდელი და პორნოვარსკვლავი მარაიკე ფოქსი თავისი ფორმებითაც გამოირჩევა და გატაცებითაც. ის სუპერ-ავტომობილების ტრფიალია და რა თქმა უნდა, სწრაფად მართვაც უყვარს. თავისი გატაცებისთვის საჭირო ფულს კი ფილმებით შოულობს.

მან ჯერ „ნისანის“ სუპერ ავტომობილი GT-R შეიძინა, შემდეგ კი კომპანია „პრაიორ დიზაინს“ აეროდინამიკური პაკეტით დაახუნძლინა. მაგრამ ესეც არ ეყო და სატუნინგო კომპანია „პანდემ როკეტ ბანის“ მიაშურა, რომელმაც მის ავტომობილს კიდევ უფრო ექსტრემალური გარეგნობა და ხასიათი მიანიჭა.

იხილეთ ფოტოგალერეა: მარაიკე ფოქსის საუკეთესო ფოტოები პირადი არქივიდან

რაც
ამ კოსმეტიკური ოპერაციების შედეგად გამოვიდა, ფოტოებზე ხედავთ. ამ მწვანე მონსტრში მხოლოდ მისი ბამპერით და უკანა ფარებით თუ ამოიცნობთ, თუ რას წარმოადგენდა მაშინ, როცა ქარხნიდან გამოვიდა. ის ძალიან დაადაბლეს და გააგანიერეს. უკან კი ზორბა ანტიფრთა დაამაგრეს. მას ბორბლების უარყოფითი განშლა აქვს. ბრინჯაოსფერი ბორბლები კი უზარმაზარ თაღებშია მოთავსებული. ავტომობილს წინ დიდი სპლიტერი აქვს, უკან კი ძარის ფერში შეღებილი დიფუზორი. მოკლედ, თავისი 26 წლის პატრონივით მომხიბვლელია.

ამ ავტომობილის მახასიათებლების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ადრე მხოლოდ იმაზე წერდნენ, რომ ტუნინგის პირველი ეტაპის შემდეგ, ძრავის სიმძლავრე 750 ცხენის ძალამდე გაუზრდიათ.

დაათვალიერეთ ფოტოები
მარაიკე ფოქსის საუკეთესო ფოტოები პირადი
არქივიდან

Auto Bild


იხილეთ ვიდეო
გერმანელი პორნოვარსკვლავის პირველი შეხვედრა ახალ GT-R-თან

Auto Bild