ვიდეო: შეუძლია თუ არა Bugatti Chiron Super Sport-ს გაუსწროს კოსმოსურ შატლს?
ვიდეო: შეუძლია თუ არა Bugatti Chiron Super Sport-ს გაუსწროს კოსმოსურ შატლს?
08.06.2023
Bugatti Chiron Super Sport-მა სცადა კოსმოსური ხომალდის სიჩქარის გადამეტება დაშვებისას. უჩვეულო ტესტი აშშ-ს ფლორიდის შტატში კენედის კოსმოსურ ცენტრში ჩატარდა,. 2011 წლის კოსმოსური შატლი მარშრუტის ხუთკილომეტრიან მონაკვეთზე დაეშვა.  ამჯერად Top Gear-მა გადაწყვიტა გაერკვია, შეუძლია თუ არა ჰიპერქარს გადააჭარბოს კოსმოსური შატლის სიჩქარეს მიწაზე დაშვებისას.

NASA-ს კოსმოსური სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2011 წელს, დაშვებისას, შატლის სიჩქარე წამში 110 მეტრს, ანუ 396 კილომეტრს საათში შეადგენდა. წევის პარაშუტის გააქტიურებისას შატლის სიჩქარე საათში 342 კილომეტრამდე ან 95 მეტრამდე დაეცა.



1600 ცხენის ძალის მქონე Bugatti Chiron Super Sport-ი, რომელიც
რვა ლიტრიან W16-ს ოთხი ტურბინით ამოძრავებს, ცდილობს შატლის შესაძლებლობებს გადააჭარბოს. ოფიციალური მახასიათებლების მიხედვით, ჰიპერქარი 200 კილომეტრს 5,8 წამში აჩქარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 440 კილომეტრია.

ტესტის ადგილის გამოყოფილ ტერიტორიაზე რბოლის დროს Chiron Super Sport-მა ადვილად გადააჭარბა საათში 401 კილომეტრს. ამგვარად, ჰიპერქარმა ძალისხმევის გარეშე გადაუსწრო შატლს, რომელიც ამ ობიექტზე დაეშვა.