რა აბინძურებს საქართველოში ჰაერს ყველაზე მეტად, რამაც მხოლოდ ერთ წელიწადში 5220 ადამიანი იმსხვერპლა
რა აბინძურებს საქართველოში ჰაერს ყველაზე მეტად, რამაც მხოლოდ ერთ წელიწადში 5220 ადამიანი იმსხვერპლა
08.02.2023
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მხოლოდ 2019 წელს საქართველოში ჰაერის დაბინძურების მიზეზით 5 220 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „აისეტის“ მიერ გავრცელებულ ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებლების თანახმად, ყოველ 100 000 ქართველზე ყოველწლიურად დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერით გამოწვეული 130.6 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება – ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ მაჩვენებელს, რეგიონში კი – სომხეთისა და აზერბაიჯანის მაჩვენებლებს.

„ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მნიშვნელოვნად უარესი შენობის შიდა ჰაერის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელია (World Bank, 2020). ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის არსებული
საშუალო წლიური მაჩვენებელი აღემატება ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ მიჩნეულ მაჩვენებელს. ქალაქებში არსებული გამონაბოლქვის გამო იზრდება ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული რესპირატორული დაავადებები.

რაც შეეხება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, საკვების მოსამზადებლად და გასათბობად ისინი კვლავ იყენებენ ჰაერის დაბინძურების გამომწვევ საწვავს. საკვების ასეთი არაეფექტური მეთოდებით დამზადებისას ხდება ისეთი საწვავის და ტექნოლოგიის გამოყენება, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჰაერის საყოფაცხოვრებო დაბინძურების მაჩვენებელში. მაგალითად, ცუდად ვენტილირებად სახლებში ჰაერში შესაძლოა იყოს მყარი ნაწილაკების დაშვებულზე 100-ჯერ დიდი შემცველობა (მსოფლიო ბანკი, 2020). ასეთ დაბინძურებულ ჰაერს განსაკუთრებით ქალები, ბავშვები და ის მოხუცები სუნთქავენ, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს შენობაში
ატარებენ.

ემისიების ინვენტარიზაციისა და პროგნოზირების ცენტრის (EMEP) მიხედვით, საქართველოში მყარი ნაწილაკების (PM) ემისიების დაახლოებით 82% მრეწველობისა და ენერგეტიკის სექტორებზე მოდის (ძირითადად შეშის მოხმარება გათბობის მიზნით). სოფლის მეურნეობის სექტორი პასუხისმგებელი იყო გამოყოფილი ამიაკის 86%-ზე, მრეწველობა – გოგირდის ოქსიდის გამოყოფის 95%-ზე, ხოლო ტრანსპორტისა და ენერგო სექტორები – ნახშირბადის მონოქსიდის ემისიების 93%-ზე. ამრიგად, პოლიტიკის შემმუშავებელმა პირებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ზემოაღნიშნულ სექტორებს,“- აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ავტორი:თაია არდოტელი





ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად