Bugatti-მ საკუთარი სათვალეები წარმოადგინა
Bugatti-მ საკუთარი სათვალეები წარმოადგინა
07.02.2023
საავტომობილო კომპანიამ Bugatti დიზაინერ ლარი სენდსთან თანამშრომლობით წარმოადგინა მზის სათვალეები. ეს დიზაინერი თანამედროვე ოპტიკის მოდაში ითვლება „პიონერად და ყველაზე თავისფლად მოაზროვნე“ სტილისტად. მათ ერთობლივ ნაწარმს ეწოდა  Bugatti Eyewear Collection One რომელშიც 9  ფორმა შედის და როგორც ამბობენ შთაგონებულია ბრენდის დამფუძნებლის ეტორე ბუგატის ხედვით.

როგორც Collection One სათვალეების შემქნელები აცხადებენ მასში გამოყენებულია ისეთი მასალა, რომელიც აქამდე სათვალეებში არავის გამოუყენებია. თითოეული სათვალე მზადდება ხელით, იაპონიაში, 925 სინჯიანი ვერცხლისგან და 18-კარატიანი ოქროსა და პალადიუმის დამუშავებით. აქსესუარს ასევე ამკობს ნახშირბოჭკო და შავი Macassar-ის ხე.

მასში
ასევე გამოყენებულია ვაკუუმური დაფერვის მეთოდი  (physical vapor deposition, ან PVD). რა დროსაც მყარი მასალა ვაკუუმში დნება, რის შემდეგაც ის ეკვრის ნივთის ზედაპირს და ქმნის თხელ, თუმცა მყარ ზედაპირს.

«ყველაფერი რასაც მე ვაკეთებ უჩვეულოა. ხოლო Bugatti Eyewear — ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ჩემი ნამუშევარი დღეისათვიოს“ - განაცხადა დიზაინერმა, რომელიც ოპტიკის სფეროში უკვე 60 წელია მოღვაწეობს.

სულ კოლექციაში შევიდა 37 აქსესუარი. ფასი იწყება 1295 დოლარიდან და აღწევს 15,000 დოლარს, რაც დამოკიდებულია მოდელზე და იმ მასალაზე რომლისგანაც ისინია დამზადებული.


ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად