Lada Vesta - ცოტა იყო და დამთავრდა
Lada Vesta - ცოტა იყო და დამთავრდა
02.02.2023
რუს დილერებთან Lada Vesta ამოიწურა. გაყიდვის ცენტრებში ამ რუსული წარმოების ავტომობილებს მხოლოდ მარტიდან ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც პრესა წერს Lada Vesta-ს წარმოება გასული წლის მარტში გაჩერდა, ვინაიდან კომპანიას არ აღმოაჩნდა ცალკეული მაკომპელქტებლები მისი წარმოებისთვის. მოდელის ქარხნული წარმოება ხდებოდა იჟევსკში, ამის შემდეგ კი АвтоВАЗ-მა გადაწყვიტა წარმოების ტოლიატიში გადატანა.

კომპანიის პრეზიდენტის განცახდებით, მოდელის წარმოების განახლება 2023 წლის მარტიდან მოხდება. ეს იქნება ვერსია Lada Vesta NG, თუმცა კომპლექტაციაში მექანიკური სიცქარის გადაცენმათა კოლოფით.

დილერები აცახდებენ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე
ისინი იღებდნენ ამ მოდელებს გასაყიდად, თუმცა ივნისიდან ის შეწყდა და ამ დრომდე ცალკეულ სადილეროებში მხოლოდ ცალობით თუ შეგხვდებოდათ. ახლა კი მარაგები განულდა.