რომელი ავტოპილოტი ჯობია ყველას
რომელი ავტოპილოტი ჯობია ყველას
26.01.2023
სააგნეტომ Consumer Reports გამოაქვეყნა ავტომატიზირებული მართვის სისტემების რეიტინგი. მასში მოხვდა 12 „ავტოპილოტი“ სხვადასხვა მწარმოებლისგან, რომლებსაც თვეების განმავლობაში ტესტავდნენ პოლიგონსა და ჩვეულებრივ გზებზე.

რეიტინგში პირველ ადგილზეა ავტოპილოტი  Ford BlueCruise, იგივე  Lincoln ActiveGlide. მან მაღალი შეფასება მიიღო ფუნქციურობაში, თუმცა იყო შენიშნვაც, მაგალითად ის რომ მისით სარგებლობა ცოტა რთულია.

პირველ სამეულში მოხვდნენ General Motors-ის Super Cruise და Mercedes-Benz-ის Driver Assistance. გერმანელები ერთადერთი იყვნენ რეიტინგში რომლებმაც ათიდან ათი ქულა მიირეს ასისტირებულ ელექტრონიკაში. მიუხედავად ბევრი აღფრთოვანებული შეფასებებისა ამერიკული  Tesla-ს Autopilot ამ რეიტინგში მხოლოდ შუაშია, მეშვიდე ადგილზე.
სუსტ ავტოპილოტებს შორის კი დასახელდნენ   Honda/Acura, Volvo/Polestar და Hyundai სისტემები.

ჩამონათვალში მოხვდნენ მხოლოდ ის სისტემები, რომელიც გამოყენებულია მოდელებში რომლებსაც ქონდათ დაშვება საერთო სარგებლობის გზებზე ტესტების მომენტისთვის. ამ მიზეზით რეიტინგში ვერ ნახავთ Mazda, Jaguar Land Rover, Porsche, Stellantis და Subaru-ს ავტოპილოტებს.