რომელ მანქანებს აყოლებენ ყველაზე მეტად თვალს
რომელ მანქანებს აყოლებენ ყველაზე მეტად თვალს
24.01.2023
Autotrader-მა უჩვეულო კვლევა ჩაატარა ბრიტანელ ავტომომოყვარულებს, შორის რა დროსაც გაარკვია თუ რომელ ავტომობილებს აყოლებენ ყველაზე მეტად თვალს. ექსპერიმენტში მონაწილეებს 40 ავტომობილი შესთავაზეს. შედეგად კი გაირკვა, რომ ყველაზე მიმზიდველი ავტომობილია – Porsche 911, რომელსაც ყველაზე მეტმა ადამიანმა გააყოლა თვალი და ყველზე მეტხანსაც. ის გახდა ყველაზე მიმზიდველი ავტომობილი ასევე სპორტქარების კატეგორიაში, აჯობა რა Lexus LC500 და Ferrari F40.

გარდა სპორტული ავტომობილებისა აღმოჩნდა, რომ უფრო მასობრივ ავტომობილებს შორის ყურადღებას იქცევს ასევე BMW 3-სერია. ყველაზე მიმზიდველი ელექტრომობილის ტიტული კი ერგო Porsche Taycan-ს, რომელმაც აჯობა Tesla
Model 3 და MG4 EV.

რაც შეეხება ყველაზე ნაკლებად მიმზიდველ ავტომობილს, რომელიც ყურადღებას ყველაზე ნაკლებად იქცევს, არის Nissan Qashqai  და რაც არუნდა გასაკვირი იყოს BMW i8.