რა დაგიჯდებათ Bugatti Chiron-ის მინიმალური მომსახურება 10 წლის განმავლობაში
რა დაგიჯდებათ Bugatti Chiron-ის მინიმალური მომსახურება 10 წლის განმავლობაში
10.01.2023
YouTube არხზე The Hamilton Collection გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც ბლოგერი გვიყვება თუ რა დაგვიჯდება Bugatti Chiron-ის ტექმომსახურება, რომელიც ისედაც 3 მლნ დოლარი ღირს. თანაც ამ ხარჯებში სპეციალისტებს არ შეუტანიათ საწვავისა და დაზღვევის საფასური. ამ თანხის გამოკლებით კი როგორც ჩანს ამ ფრანგული ჰიპერქარის მფლობელს მისი შენახვა 100 ათას დოლარზე მეტი დაუჯდება.

როგორც ცნობილია Bugatti Chiron-ის შეძენისას კომპანია მფლობელებს 4-წიან უფასო მოსამხურებას სთავაზობს.შედეგად პირველლათ წელიწადში ავტომობილის მფლობელებს მოუწევთ ტექნიკური შმეოწმების ხუთჯერ გავლა, რომელიც დღევანდელი დაანგარიშებით თითი ღირს 11,500დოლარი. ამ მოსამხურებაში შედის ძრავის ზეთის შეცვლა
და სამუხრუჭესითხის გამოცვლა,ასევე ბრელოკის ელემენტების შეცვლა და ძრავს ფილტრის გამოცვლა.

ოთხწელიწადში ერთხელ კი Chiron-ს მფლობელებს უწევთ  დიდი ტექდათვალირების გავლა, რომელიც მოიცავს ტრანსმისიის ზეთის და საჰაერო ფილტრის გამოცვლას. ამ სერვისის ფასი კი 34,000 დოლარია.

გარდა ამისა, ხუთ წელიწადში ერთხელ საჭიროა საბურავების გამოცვლაც, რომელიც დამატებით 8450 დოლარი ღირს. გამოდის რომ Bugatti Chiron-ის მინიმალური მომსახურება ათ წელიწადში აღწევს 100,000 დოლარს.

ისე კი ამ ჰიპერქარის ყველაზე ძვირიანი დეტალი ეს მისი ძრავია,რომელიც  856,000 დოლარი ღირს. 400 ათასდოლარამდე კი დაგიჯდებათ ძარასპანელების ნახშირბოჭკოვანი დეტალები.