Xiaomi-ს პირველი ავტომობილი პაპარაცებმა პირველად გამოიჭირეს
Xiaomi-ს პირველი ავტომობილი პაპარაცებმა პირველად გამოიჭირეს
09.01.2023
Xiaomi-ს პირველი სერიული ავტომობილი ტესტებზე გაიყვანეს. ეს მოხდა კომპანიის მხრიდან ავტომობილის შექმნის სურვილის გამოცხადებიდან ზუსტად 2 წელიწადში. როგორც CnEVPost წერს ავტომობილის სერიული წარმოება არც ისე შორსაა და მას წარმოადგნენ იმავე კლასში როგორშიც არის XPeng P7. დღეისათვის მოდელი ატარებს კოდურ სახელს Modena. მოსალოდნელია რომ მისი გაყიდვები 2024 წლიდან დაიწყება, ხოლო 2025 წლიდან მეორე მოდელიც შეუერთდება.

ფოტოზე გამოსახული ავტომობილი კარგად არის შენიღბული, თუმცა უკვე ნათლად ჩანს რომ მას ექნება გრძელი კაპოტი. აქვე ჩანს ყვითელი სამუხრუჭე ხუნდები და ლიდარი სახურავზე. კომპანიაში ფსონს სწორედ ამ
ლიდარზე აკეთებენ და ამტკიცებენ, რომ ეს იქნება გასაღები ავტონომიური მართვის სისტემაში. საკუთარი ავტოპილოტის შექმნაში ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა 3,3 მლრდ იუანი ჩადო რაც 500 მილიონი დოლარის ექვივალენტია.

ავტომობილის საგზაო ტესტები მოწმობს რომ მისი შექმნის ძირიტადი ეტაპი უკვე დასრულებულია. როგორც ჩინური მედია წერს Modena-ს სამ ვარიანტად გამოსცემენ: პირველს ექნება რკინა-ფოსფატის ელემენტები Blade კომპანიისგან BYD, ხოლო ტოპ-ვერსია მიირებს CATL-ის ელემენტებს Qilin, რომელიც ნულიდან 80%-მდე დატენვას 15 წუთში ახერხებს. ყველა მათგანს ექნება Qualcomm-ის  უახლესი პროცესორი 8295.

Modena-ს სტარტერი ვერსიის ფასი 250 ათას იუანი იქნება, ხოლო ტოპ-ვერსიის ფასი 350 ათასი
იუანი. მარალი ფასი კომპანიას პრემიუმ სეგმენტში ამისამართებს სადაც მას მოუწევს კონკურენცია თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ ავტომობილებთან.