ახალი წლიდან იაპონური ავტომობილები გაძვირდება
 ახალი წლიდან იაპონური ავტომობილები გაძვირდება
29.11.2022
იაპონური ავტომწარმოებელი კომპანიები 2023 წლიდან ავტომობილების გაძვირებას აპირებენ, ამის შესახებ  Japan Times წერს. გამოცემის მიერ გამოკითხული 80 იაპონური კომპანიიდან 23% (რომელთა რიცხვში შედიან Toyota, Nintendo და Shiseido) აპირებენ გადახედონ საფასო პოლიტიკას. კიდევ 49% კი ასეთ ნაბიჯს განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

რესპოდენტებმა რამდენიმე მიზეზი დაასახელეს რის გამოც მოუწევთ ფასის მომატება. ძირითად მიზეზად სახელდება ნედლეულისა და მზა მასალების გაზრდილი ფასი, ლოჯისტიკის გაძვირება, ასევე ლოკალური პრობლემა - იენის კურსის კლება. როგორც ცნობილია იაპონიის ეროვნული ვალუტა ბოლო წლებია მუდმივად უფასურდება მსოფლიოს სხვა
ძირითად ვალუტებთან მიმართებაში.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ ტოკიოში სამომხმარებლო ფასები 3,6%-ით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით, რაც 1982 წლის შემდეგ რეკროდული მაჩვენებელია.

Toyota-მ მანამდე განაცხადა, რომ აპირებდა გადაეხედა საფასო პოლიტკისთვის. მესამე კვარტალი კომპანიისთვის წამგებიანი იყო, ხოლო ამ სიტუაციიდან გამოსავალს კომპანია ფასების ზრდაში ხედავს ისეთ სასტარტო მოდელებზე როგორებიცაა Yaris და Corolla.

ამასთან, კომპანიამ გააფრთხილა მომხმარებლები, რომ ფასის ზრდა იქნება შეზღუდული და მოდელები შეინარჩუნებენ ხელმისაწვდომობის იმიჯს. პირველი სადაც მის პროდუქციაზე ფასები გაზირდება იქნება აშშ.