რუსების ცნობით Aurus Komendant-ის სერიული წარმოება დაიწყო
რუსების ცნობით Aurus Komendant-ის სერიული წარმოება დაიწყო
28.11.2022
კომპანია Aurus-ის პრეს-სამახურის ცნობით, კომპანიამ დაიწყო მოდელ Komendant-ის სერიული წარმოება. ავტომობილების მასობრივი წარმოება ელაბუგის ქარხანაში მოხდება და ის გახდება პირველი რუსული ლუქს-კლასის სრიული უგზოობის მოდელი.

Komendant გახდა რიგით მეოთხე მოდელი Aurus-ის გამაში და მეორე რომლის წარმოებაც სათათრეთის ქარხანაში ხდება. დღეისათის ბრენდის გამა შედეგაბ სედანის და ლიმუზინისგან Senat, მინივენისგან Arsenal და უზგოობის მოდელისგან Komendant. ყველა მათგანს სახელები კრემლის კოშკების სახელების შესაბამისად ეწოდათ. თავისუფალ გაყიდვაშია მხოლოდ ორი მოდელი სედანი და ქროსოვერი, რომლებიც ელაბუგში იწარმოება, ხოლო ლიმუზინის და მინივენის წარმოება მოსკოვში НАМИ-ს ძალისხმევით ხდება.

რაც შეეხება Aurus Komendant-ის აწყობას, ყველა მისი ძირითადი აგრეგატი ადგილობრივი წარმოებისაა და მოდელის ლოკალიზების მაჩვენებელი 70%-ია.  კერძოდ ავტომობილს აქვს რუსული ძრავი, ტრანსმისია, ელექტრონიკა, ექსტერიერის და ინტერიერის ელემენტები. სულ კი ჯამში Aurus-სს 100 მომწოდებელი ჰყავს.

მას აქვს ერთიანი მოდულური პლატფორმა. ის მოქმედებაში  მოყავს 4,4 ლიტრიან V8-ს ორმაგი ტურბოკომპრესორით და 62-ძალიანი ელექტროძრავით. მისი ჯამური სიმძლავრე 598 ცხენია.

Aurus Komendant-ზე შეკვეთების მიღება სექტემბრის ბოლოდან წარმოებს, ფასი კი 33,7 მლნ რუბლიდან იწყება. ის ექსტერიერის 9 ფერითა და ინტერიერის 7 ფერითაა  ხელმისაწვდომი. შესაძლებელია პერსონალზიაციაც.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად