Москвич-მა საკუთარი სახელით ჩინური ავტომობილების წარმოება დაიწყო
Москвич-მა საკუთარი სახელით ჩინური ავტომობილების წარმოება დაიწყო
23.11.2022
2022 წლის 23 ნოემბრიდან რუსულმა ავომწარმოებელმა Москвич ქარხანაა ამუშავა, კომპანიის კოვეიერიდან გადმოვა მსხვილკვანძიანი ქროსოვერის წარმოება ინდექსით 3 და 3е. ქარხნის გახსნას რუსეთის ვაჭრობის მინსიტრი და მოსკოვის მერი ექსრებოდნენ.

Москвич 3 აღიჭურვება შიგაწვის ძრავით და რეალურად წარმოადგენს ჩინურ JAC JS4-ს, ხოლო Москвич 3е იქნება ელექტრომობილი და ეს რეალურად იქნება ასევე ჩინური JAC E40X. ორივე მოდელი გახლავთ ამ ჩინური მოდელების აბსოლუტური კოპია და მათზე მხოლოდ ლოგოებია გამოცვლილი. ახალ წლამდე დაგეგმილია შიგაწვისძრავიანი 400 ეგზემპალრის, ხოლო ელექტროსი 200 ვარიანტის წარმოება.  მომავალ წელს კომპანია წარმოების 50,000-მდე
გაზრდას აპირებს.

Москвич 3 აღჭურვილია 1,6 ლიტრიანი ატმსოფერული ძრავით, რომელიც 109 ცხენის ძალას იძლევა, ან 1,5 ლიტრიანი ტურბოძრავით, რომლის სიმძლავრე 150 ცხენია. მისთვის გათვალსიწინებულია სიცქარის გადაცემათა ორი ტიპის კოლოფი ექვსიანი მექანიკა ან ვარიატორი. ელექტრო ვერსიას კი ექნება 187 ამ/სთ ტევადობის ელემენტების ბლოკი და მას ერთჯერადად 410 კმ-ის გავლა შეეძლება.

მოდელის გაყიდვები დაიწყება 2023 წელს.