დაიწყო Lada Vesta-ს გაყიდვები რომელიც ჩინურ ქროსოვერებზე ძვირია
დაიწყო Lada Vesta-ს გაყიდვები რომელიც ჩინურ ქროსოვერებზე ძვირია
04.10.2022
რუსეთში დასავლური ბრენდების გასვლის შემდეგ ახალ ავტომობილებზე სერიოზული დეიფიცტი წარმოიქმნა ამან კი რუსულ ბაზრაზე ჩინურ ავტომობილებზე გაზარდა მოთხოვნა რომელიც ტავის მხრივ ტრადიციულზე მეტად გაძვირდა. ახლა კი ცნობილი ხდება რომ ადგილობრივ ბაზარზე რუსული Lada Vesta-ც კი მნიშმვნელოვნად გააძვირა. ცალკეულ მოდიფიკაციებში ის 3 მილიონს აღწევს, რაც მთელ რიგ ჩინურ ქროსოვერებზე ძვირიც კია.

АвтоВАЗ-ის საიტზე Lada Vesta-ს სასტარტო ფასი 1,2 მლნ რუბლია, ხოლო ტოპ-ვერსია SW Cross-ის ფასი 1,58 მლნ რუბლი. თუმცა „ვესტას“ ავტოსალონებში ძირითადად 1,3 და 1,9 მლნ რუბლია. განახლებული ფლაგმანის Vesta NG(New Generation)
ფასი კი საერთოდაც 2,2-2,8 მლნ რუბლია, ცალკეულ დილერებთან კი საერთოდაც 3 მლნ ღირს. ასეთ ფასს ითხოვენ ვერსიაში Vesta SW კომპლექტაციაში Luxe, რომელსაც 1,6 ლიტრინი ძრავი აქვს და 113 ცხენის ძალა.

Vesta NG მიუხედავად სიძვირისა მაინც მოთხოვნადია, მიუხედავად იმისა რომ ბევრად უფრო უკეთესი კომპლექტაციით ამავე ფასად რუსეთში იყიდება Chery Tiggo 4, Tiggo 4 Pro. ამავე საფასო კატეგორიაშია Haval Jolion.