რუსეთში სათადარიგო ნაწილების დიდი დეფიციტია
რუსეთში სათადარიგო ნაწილების დიდი დეფიციტია
04.10.2022
რუსეთის საავტომობილო ბაზრის წარმომადგენლების განცხადებით ქვეყანაში ავტომობილების სათადარიგო ნაწილები მნიშვნელოვნად გაძვირდა, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ დეფიციტურია. მათი ცნობით რუსეთში დეფიციტური გახდა საქარე მინები, ძარას დეტალები, ძრავები, ზეთის და საწვავის ფილტრები. ამასთან მათი ნაწილის შეტანა ქვეყანაში პარალელური იმპორტითაც კი შეუძლებელია. ამის გამო სერვის ცენტრებში ავტომფლობელებს სთავაზობენ არა ახალი დეტალებით ავტომობილის შეკეთებას არამედ მეორადი ავტომობილების გამოცვლილი დეტალებით, რომელბიც ასევე გაძვირდა 15%-ით.

რუსეთში სათადარიგო ნაწილების ფასები იანვრის შემდეგ  ბრენდის მიხედვით გაზრდილია 35-65%. აღნიშნული ტენდენცია განპირობებულია რუსეთიდან ევროპელი მწარმოებლების გასვლით, ვალუტის კურსის რყევითა და გართულებული
ლოჯისტიკით. ბრენდებს შორის რომელთა ნაწილებზეც ამჟამდ დიდი დეფიციტი ფიქსირდება არის – Ford, Subaru, Suzuki, Renault, ასევე  Audi, Mazda და Volvo. ხოლო რუსეთში პოპულარული Kia Rio და Hyundai Solaris-ის ძრავის ზეთის ფასი 40%-ით არის გაზრდილი, ხოლო სამუხრუჭე ხუნდების 65%.

კიდევ უფრო რთულ სიტუციაში აღმოჩნდნენ პრემიალური სეგმენტის ავტომობილების მფლობელები,. რომელთა შორისაა: BMW, Mercedes-Benz, Jaguar, Land Rover, ასევე  Volvo, Lexus და Porsche. მათი საქარე მინების ფასი მილიონ რუბლამდეა გაძვირებული, არ იშოვება მათი ბამპერებიც და ამორტიზატორები.

ამასთან, რუსების მხრიდან 23-ჯერ არის მოთხოვნა გაზრდილია მაკომპელქტებლებზე ონლაინ სგემენტში. ყველაზე ხშირად ისინი
ყიდულობენ  ზეთებს, სალონის ფილტრებს, დამცველებს, ხუნდებს, საწვავის ფილტრებს და საყრდენების სტაბილიზატორებს. ამასთან სექტემებრში გაიზარდა მოთხოვნა ძრავის ზეტებზე, სავარძლების შესაფუთვებზე, ნისლსაწინააღმდეგო ფარებზე, მინის საწმენდებზ და საბურავებზე.