მობილზიაციის პირობებში მესაკუთრეებს შესაძლოა ჩამოართვან ავტობუსები, სატვირთოები და მისაბმელები, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკა, თოვლმავალები, კვადროციკლები და მოტო-ყველგანმავლები. გარდა ამისა მოქალაქეებს შესაძლოა ჩამოერთვათ M1G და N1G კატეგორიის მსუბუქი ავტომობილები. მათ შორის კი შეიძლება მოხვდეს Suzuki Grand Vitara, Nissan X-Trail, Chevrolet Niva, Mitsubishi
საომარი მდგომარეობის გამოცხადების გარეშე არმიის სასარგბელოდ ავტომობილების ამოღება შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირებისგან, ხოლო სამოქალაქო პირებისგან ავტომობილის ამოღება მოხდება მხოლოდ საომარი მოქმედების გამოცხადების შემთხვევაში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ან მის ნაწილში.
სპეციალისტების მტკიცებით არმიისთვის ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს სამედიცინო დახმარების ავტომობილები, ავტოევაკუატორები, სახანძროები და საავარიო-მაშველების სპეც-ტექნიკა და ექსკავატორები.
უარის შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო საქნციები - იურიდიული პირებისთვის 20,000 რუბლის ხოლო ფიზიკური პირებისთის 5 ათასი რუბლის ოდენობით.