აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების მართვის ინსტიტუტის კვლევის შედეგად გაირკვა,
რომ საჭესთან სმარტფონის გამოყენება მნიშმვნელოვნად ზრდის ავტოსაგზაო შემთვხევის საფრთხეს. ექსპერტების აზრით შტატებში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის კლებისთვის საჭიროა უბრალოდ აიკრძალოს სმარტფონის გამოყენება ნებისმიერი ფორმით ავტომობილის ტარებისას. მათი აზრით უსაფრთხოებას გაზრდის მხოლოდ სმარტფონების გამოყენების სრული აკრძალვა.
ორგანიზაციის ცნობით მხოლოდ შტატებში მხოლოდ სმარტფონების საჭესთან გამოყენების გამო 2020 წელს დაიღუპა 3 ათასზე მეტი ადამიანი. ამასთან ამერიკის ცალკეულ შტატებში უკვე მოქმედებს საკმაოდ მკაცრი სანქციები. ექსპერტების დასკვნით იმ შტატებში სადაც სმარტფონის ხელში დაკავება ავტომობილის ტარების დროს აკრძალულია, ავტოსაგზაო შემთხვევების
რაოდენობაც შესამჩნევად ნაკლებია. ამასთან ცალკეულ შტატებში გაჯეტების ხელში დაჭერა აკრძალულია საცობებში დგომის დროსაც კი.
ექსპერტების მოთხოვნა ამ მხირვ რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება და მათი გათანაბრება ისეთ დარღვევასთან როგორიცაა ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.