სპორტულმა განყოფილებამ BMW M მის კუთვნილ სოციალურ ქსელებში გაავრცელა სუპერქროსოვერის Concept XM ფოტო
– რომელიც გახლავთ ბრენდის ყველაზე მძლავრი ქროსოვერი და უკვე ცნობილია, რომ ის სერიული გახდება. ავტომობილის ფოტოსთან ერთად კი კომპანიამ საკუთარ მიმდევრებს კითხა "სად ინატრებდნენ ამ ახალი ავტომობილით გამგზავრებას". როგორც აღმოჩნდა გერმანული ბრენდის ფანების უმეტესობამ ეს ავტომობილი მკაცრად გააკრიტიკა და ბრენდი დატროლა კიდეც.
ასეთ პასუხებს მწარმოებელი ალბათ არ მოელოდა.
ერთ-ერთმა ხელმომწერმა დაუკომენტარა, რომ ავტომობილით პირდაპირ ხეს შეეჯახებოდა, რის შემდეგაც ქროსოვერი უკეთ ვიზუალზე დადგებოდა. მეორემ დაწერა რომ ამ მანქანით „პორშეს“
დილერთან მივიდოდა რათა „ნორმალური ავტომობილი“ შეეძინა. კიდევ ერთი კომენტატორი კი წერს, რომ წავიდოდა იქ სადაც ამ საშინელ ავტომობილს არასოდეს ნახავდა. სხვა კომენტარებს შორის იყო „ჯართსაყრელზე წასვლა, იმ ოფისში შევლა სადაც კომპანიის დიზაინერები მუშაობენ რატა კიტხონ „შიგ ხომ არ აქვთ“. ცალკეული ხელმომწერები ავტომობილის ნესტოებს დასინოდნენ და წერდნენ რომ ისუირვებდნენ ავტომობილს უფრო დიდი ნესტოთი.
მიუხედავად ამ მასიური ნეგატივისა, ავტომწამროებელმა მაინც მიიღო კეთილი კომენტარებიც, თუმცა ისინიც კი წერდნენ რომ იმედი აქვთ რომ სერიულ მოდელში დიზაინი გაუმჯობესდება.