Автоваз--ის გაყიდვები ივნისში 81%-ით შემცირდა
Автоваз--ის გაყიდვები ივნისში 81%-ით შემცირდა
05.07.2022
რუსული სააავტომობილო გიგანტის Автоваз-ის გაყიდვები გასულ თვეს 81,3%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კომპანიამ ივნისში 7,48 ათასი ავტომობილი გაყიდა.

რუსეთის ხელისუფლებაში აცახდებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ Renault-ს აქტივები სრულად რუსეთის სახელწმიფოს საკუთრებაში გადავიდა, Lada-ს მთელი ხაზი ნარჩუნდება. ამ დროისთვის კომპანიის სამოდელო გამა შედგება ხუთი მოდელისგან, ესენია: Vesta, Xray, Largus, Granta და Niva.

როგორც ივნისის დასაწყისში ითქვა, АвтоВАЗ ამჯამად Lada Granta-ს გამარტივებულ ვერსიას აწარმოებს.