რა ავტომობილები ყავს ლეო მესის
რა ავტომობილები ყავს ლეო მესის
04.07.2022
არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია. მაღალ ანაზღაურებასთან ერთად ის ფლობს საოცარ ავტომობილებს, რომელთა ნაწილი ინდივიდუალურად, მისთვის არის შექმნილი.

მესის წმინდა ქონება 600 მილიონი დოლარია. კარიერის დასაწყისში იგი ფლობდა Maserati GranTurismo MC Stradale-ს რომელიც 240,000 აშშ დოლარი ღირდა და 210,000 დოლარად შეფასებულ Audi R8 V10-ს. დღეს მისი ავტო კოლექცია გაიზარდა:

ატლასის ვერცხლისფერი Cadillac Escalade

მესიმ 8-ადგილიანი კადილაკი 75 195 დოლარად იყიდა. ეს არის იდეალური მანქანა ხუთსულიანი ოჯახისთვის. Cadillac Escalade-ის v8, 6.2 ლიტრიანი ძრავა დაახლოებით 420 ცხენის ძალას ავითარებს.
იგი ამ ავტომობილით ხშირად გადაადგილდება.



Ferrari F430 Spyder

Ferrari F430 Spyder არის იტალიური ძვირად ღირებული სპორტული მანქანა, რომელსაც მესი იყენებს. მან ამ კონკრეტული მოდელისთვის 164,490 დოლარი გადაიხადა. ის არის კაბრიოლეტი, დასაკეცი სახურავით.


Range Rover Sport

ამ მდიდრული ავტოს ფასი, რომლითაც მესი მეუღლესთან ერთად ხშირად მოძრაობს, 200 000 დოლარია. თეთრი როვერი მათი ოჯახის ყოველდღიურობაში აქტიურად გვხვდება. მაგალითად, საყიდლებზე გასვლისას და ა.შ.


Range Rover Vogue

მესის Range Rover Vogue-ს, რომელიც წარმოებულია ბრიტანული ავტომობილების მწარმოებლის Jaguar-ის მიერ, აქვს 5.0-ლიტრიანი V8 ძრავა. იგი დაახლოებით 200 000 დოლარი დაჯდა. ბრიტანული
მედიის ცნობით, მესის ხშირად ხედავენ მისი პოპულარულ Range Rover Vogue SUV-ის საჭესთან, ძირითადად კამპ ნოუზე, FC Barcelona-ს ოფიციალურ სტადიონზე მისასვლელად.


Cadillac Escalade

მდიდრული Cadillac Escalade ღირს 250,000 დოლარი ღირს და არის ხუთი მეტრი სიგრძის, ორი მეტრის სიგანის მანქანა, რომელსაც ჩვეულებრივ აშშ-ს პრეზიდენტები იყენებდნენ. მანქანას შეუძლია 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 6,8 წამში განავითაროს.


Mercedes-AMG GLE 63 S კუპე

ეს კოლექცია არ იქნებოდა სრულყოფილი ძვირად ღირებული მანქანის Mercedes-Benz-ის მანქანის გარეშე. ელეგანტური Mercedes-AMG GLE 63 S Coupe-ს ღირებულება 300 000 დოლარია. ფრანგული მედიის ცნობით, Mercedes-AMG GLE 63 S Coupe არის მესის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მანქანა.


Mercedes SLS AMG

Mercedes SLS AMG-ს ღირებულება 642 490 დოლარია. ეს მანქანა მესის კოლექციაში ყველაზე გამორჩეულ ადგილს იკავებს. Mercedes-AMG GLE 63 S Coupe-ს აქვს მაქსიმალური სიჩქარე 280 კმ/სთ. მას შეუძლია აჩქარდეს 0-დან 100 კმ/სთ-მდე 3.8 წამში.


Pagani Zonda Roadster

4 მილიონ დოლარად შეფასებული, ლეგენდარული Pagani Zonda Roadster მესის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მანქანაა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული, სწრაფი, უიშვიათესი, ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი Pagani Zonda არის სპეციალური გამოცემა.


Ferrari 335 S Spider Scaglietti

Ferrari 335 S Spider Scaglietti-ს ღირებულება 36 მილიონ დოლარს შეადგენს. მესიმ ეს მანქანა აუქციონზე შეიძინა, სადაც მას კრიშტიანუ რონალდუ ეცილებოდა. მისი ძრავა არის 4.0 ლიტრიანი V12 სიჩქარით 300 კმ/სთ-ში.

ავტორი:თეონა რამაზაშვილი


ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად