Aurus-ის პლატფორმა და ელექტროძრავი - რას მიიღებს აღმდგარი Волга
Aurus-ის პლატფორმა და ელექტროძრავი - რას მიიღებს აღმდგარი Волга
25.06.2022
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინსიტრმა დენის მანტუროვმა განაცხადა, რომ ქვეყანა აპირებს აღადგინოს ავტოწარმოებაში ისეთი ცნობილი საბჭოური საავტომობილო ბრენდები როგორებიცაა Волга და Победа. ხელისუფლებას უკვე აქვს ვარიანტები როგორ და სად დაიწყებენ ავტომობილების წარმოებას.

ინჟინრები ფიქრობენ რომ დღევანდელობაში ფსონი უდნა გაკეთდეს ელექტრომობილებზე, ამასტან ელემენტებიან „ვოლგას“ შეიძლება მოარგონ როგორც უცხოური ასევე ადგილობრივი პლატფორმა. მისი წარმოება ნიჟნი-ნოვგოროდის ქარხანაში უნდა მოხდეს, ხოლო წარმოებაში ჩართული უდნა იყვნენ Aurus Senat, Komendant და Arsenal-ის შემქმნელი კომპანია НАМИ. თეორიაში კი ამ მოდელების არქიტექტურის ადაპტირება მოხდება
„ვოლგასთვის“, რა შემთხვევაშიც ავტომობილი მიიღებს ბიზნეს-კლასის სტატუსს.

თუმცა, არიან სპეციალსიტები რომლებიც „აურუსების“ პალტფორმებში პრობლემას ხედავენ და ამიტომ ფიქრობენ ახალმა „ვოლგებმა“ მოირგონ უცოური პლატფორმები ან შექმნან სრულაიდ ახალი ადგილობრივი პალტფორმა, მაგრამ გამოიყენონ „აურუსის“ კომპონენტები.

ასეა თუ ისე ამ ეტაპზე ეს მხოლოდ განხილვებია, რეალობაში კი როგორც ცნობილია რუსებს არც „აურუსების“ მასიური წარმოება დაუწყიათ. ახლა კი მითუმეტეს, როცა ქვეყანა მკაცრი სანქციების ქვეშაა და საკუთარ მაკომპლექტებლებს ვერ აწარმოებს, მათ უბრალოდ არ გამოუვათ თანამედროვე სტანდარტების ავტომობილების წარმოება. გამოსავალია ერთია დაუბრუნდნენ საბჭოური დროის წარმოების სტანდარტებს.