Brabus-მა ხელი მოკიდა Porsche 911-ს და აი რა გამოუვიდა
Brabus-მა ხელი მოკიდა Porsche 911-ს და აი რა გამოუვიდა
22.05.2022
ბრენდი Brabus პირველ რიგში ასოცირდება კომპანიასთან Mercedes-Benz, თუმცა 2022 წელს გერმანულმა ატელიემ გადაწყვიტა გააფართოვოს მისი პორტფელიო და გამოხატა ინტერესი კდიევ ერთი გერმანული და ასევე შტუტგარტული კომპანიის Porsche-ს მიმართ.

ამჯერად მათ დაატიუნინგეს მოდელი 911 ვერსიაში Turbo S, ტანაც როგორც კუპე ასევე კავრიოლეტი.

ვიზუალურად Brabus-ისესული Porsche 911-ის გამორჩევა შესაძელბელია  ახალი აეროდინამიკური შეფუთვით, რომელიც შესრულებულია ნახშირბოჭკოსგან, რომელიც მის წონასაც ამცირებს. სპორტქარის ექსტერიერს ავსებს 22-დიუიმიანი Brabus Monoblock Z Platinum Edition ბორბლები, ახალი დაკიდების ზამბარები, რომელიც მას 25 მმ-ით ადაბლებს.



ამ შემთხვევაში დამუავება შეეხო 3,8 ლიტრიან
650-ძალიან და 800 ნმ ძრავსაც, რომელმაც მოირგო ძრავის მართვის ბლოკი Brabus PowerXtra P38S-720, შედეგად მისი სიმძლავრე გაიზარდა 720 ცხენამდე და 900 ნმ მაბრუნამდე. მას ადგილიდან 100-მდე აცქარება 2,6 წამში შეუძლია და მაქსიმალური სიჩქარე 355 კმ/სთ აქვს.

თუ ეს გეცოტავათ, შეგიძლიათ შეარჩიოთ პაკეტი Brabus PowerXtra P38S-820, რომლის სიმძლავრე 820 ცხენამდე  და 950 ნმ-მდეა გაზრდილი, მას ადგილიდან ასამდე აჩქარება 2,5 წამში შეუძია და მაქსიმალური 340 კმ/სთ სიჩქარე აქვს.

სადემონსტრაციო მოდელმა მიიღო შავი სალონი წითელი აქცენტებით.

ბეჭდვა