Brabus-მა 900-ძალიანი G-Class Superblack წარმოადგინა
Brabus-მა 900-ძალიანი G-Class Superblack წარმოადგინა
22.05.2022
ტიუნინგ-ატელიემ Brabus წარმოადგინა მორიგი ახალი პროექტი 900 Superblack, რომელსაც საფუძვლად დაედო უფზოობის მოდელი Mercedes-Benz  AMG G 63. ატელიემ თავის საფირმო  ტილში გააფორმა მოდელი, გაზარდა მისი სიმძლავრე და მისცა აგრესიული აერიოდნამიკური შეფუთვა. მას გამოარჩევს 24-იანი ბრობლები Brabus Monoblock Z Platinum Edition, რომელიც სხვა ელემენტების მსგავსად არის შავი.



სტანდარტული Mercedes-AMG G 63 აღჭურვილია 4-ლიტრიანი ბიტურბირებული V8 ძრავით, რომლის სიმძლავრე 585 ცხენია და 850 ნმ მაბრუნი. ის დაწყვილებულია 9-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან და აქვს სრული ამძრაობა. ეს მოცემულობა კი ტიუნერებს ეცოტავად და მათ ძრავის
მოცულობა 4,4 ლიტრამდე გაზარდეს, ხოლო სიმძლაქვრე  დამატებით 315 ცხენით. შესაბამსიად გაიზარდა მაბრუნის მომენტიც 1050 ნმ-მდე. შედეგად კი ამ 900-ძალიან ავტომობილს ადგილიდან 100-მდე აცქარება 3,7 წამში შეუძია, ხოლო მაქსიმალური სიცქარე 280 კმ/სთ-ია.

Brabus-ის სხვა მოდელებისგან განსხვავებით სიახლის ტირაჟი შეზღუდილი არ იქნება და მის შეძენას ნებისმიერი შეძლებს ვისაც ამისთვის 430,218 ევროს გადახდა შეუძლია.