წარმოდგენილია ულტრა-მდიდრული Mercedes-Maybach ბეწვითა და ოქროთი
წარმოდგენილია ულტრა-მდიდრული Mercedes-Maybach ბეწვითა და ოქროთი
19.05.2022
კომპანიამ Mercedes-Benz წარმოადგინა მის სამოდელო გამაში დღეისათვის ყველაზე მდიდრული ვერსია სედანისა Mercedes-Maybach. მას უწოდეს Haute Voiture —Haute couture -ის ანალოგიის მიხედვით.სედანმა მიიღო გაორჩეული შეფერილობა ორ ტონად,  Nappaს მდიდრული ტყავი სალონში, თეთრი ხელოვნური ბეწვი და ვარდისფერო ოქროს აქცენტები.

ავტომობილის კაპოტი, საბარგულის საკეცი, სახურავი და ბრობლები მუქი ლურჯი პრიალა შეფერილობისაა, ხოლო დანარჩენი ნაწილი  ტალკისებური შეფერილობის.

იგივე ფერთა გამაა გამოყენებული სალონში, რომელიც ამ შოუქარს გამორჩეულს ხდის. ინტერიერის უდიდესი ნაწილი მოჭიმულია თეთრი ფერის Nappa-ს ტყავში, კარის რუკები დამუშავებულია ბუკლეს ქსოვილით ლურჯი პატერნით, აქვეა კრემისფერი და
ვარდისფერი აქცენტები.



ინტერიერის დეკორს ექსტრავაგანტულობას სძენს თეთრი ფერის ბეწვეული და ვარდისფერი ოქროს დეტალები, რომელიც კარების ჩანართებშია გამოყენებული, ასევე ნოხებზე და სატავურ ბალიშებზე, თუმცა ეს დეტალი მხოლოდ ძალიან ექკლუზიურ ვერსიებში იქნება გამოყენებული. ასევე თეთრი ბეწვითაა მორთული ჩანთები, რომელიც მოჰყვება ავტომობილს კომპლექტში.

დიზაინერებმა ყურადრება არც მულტიმედიას მოაკლეს და მისი ინტერფეისიც ძირფასი მეტალის შეფერილობისაა. ბოლო შტრიხი კი შამპანუტრი ბოკალებია, რომელიც ასევე ოქროსფერია.

Haute Voiture-ის ტექნიკურ ნაწილზე ინფორმაცია ა გავრცელებულა. იქ სავარაუდოდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ავტომობილის გაყიდვები 2023 წლიდან დაიწყება.


ბეჭდვა