ავტომობილის კაპოტი, საბარგულის საკეცი, სახურავი და ბრობლები მუქი ლურჯი პრიალა შეფერილობისაა, ხოლო დანარჩენი ნაწილი ტალკისებური შეფერილობის.
იგივე ფერთა გამაა გამოყენებული სალონში, რომელიც ამ შოუქარს გამორჩეულს ხდის. ინტერიერის უდიდესი ნაწილი მოჭიმულია თეთრი ფერის Nappa-ს ტყავში, კარის რუკები დამუშავებულია ბუკლეს ქსოვილით ლურჯი პატერნით, აქვეა კრემისფერი და
ინტერიერის დეკორს ექსტრავაგანტულობას სძენს თეთრი ფერის ბეწვეული და ვარდისფერი ოქროს დეტალები, რომელიც კარების ჩანართებშია გამოყენებული, ასევე ნოხებზე და სატავურ ბალიშებზე, თუმცა ეს დეტალი მხოლოდ ძალიან ექკლუზიურ ვერსიებში იქნება გამოყენებული. ასევე თეთრი ბეწვითაა მორთული ჩანთები, რომელიც მოჰყვება ავტომობილს კომპლექტში.
დიზაინერებმა ყურადრება არც მულტიმედიას მოაკლეს და მისი ინტერფეისიც ძირფასი მეტალის შეფერილობისაა. ბოლო შტრიხი კი შამპანუტრი ბოკალებია, რომელიც ასევე ოქროსფერია.
Haute Voiture-ის ტექნიკურ ნაწილზე ინფორმაცია ა გავრცელებულა. იქ სავარაუდოდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ავტომობილის გაყიდვები 2023 წლიდან დაიწყება.