განახლებული BMW 3 Series - რბილი სახით, მოხრილი ეკრანითა და მეტი ტექნოლოგიით
განახლებული BMW 3 Series - რბილი სახით, მოხრილი ეკრანითა და მეტი ტექნოლოგიით
18.05.2022
კომპანია BMW-ს სამოდელო ხაზში არცერთ მოდელს არ აქვს იმაზე დიდი მნიშვნელობა როგორც 3 Series სედანს. კომპანიამ დღეს ამ მოდელის შუალედური განახლება წარმოადგინა.

გარეგნულად ის გამორჩეულია მეტად კონსერვატიული გარეგნობით ვიდრე ბრენდის სხვა დიდი მოდელები. აქ ვერ ნახავთ შუაზე გახლეჩილ ოპტიკასა და უზარმაზარ რადიატორის ცხაურას, ყველაფერი უფრო კლასიკურადაა თან თანამედროვედ. ცხაურა ვიწროა და უფრო ამაღლებული, ოპტიკა კდიევ უფრო მეტყველი, ბამპერების ჰაერჭრილები გაზრდილი, უკანა ოპტიკაში კი შენარჩუნებულია საფირმო L ფორმა. ტანის წახნაგები უფრო მკვეთრია და საერთო ჯამში სახე უფრო სუფთა და მეტყველია.

რაც შეეხება
სალონს აქ ნამდვილად იგრძნობა თანამედროვეობა, აქვს ახალი მოხრილი ერკანი მართვის პანელისთვის და 14,9 ინჩიანი ინფოტაინტმენტ სისტემისთვის განკუთვნილკი დისპლეი. გარეგნობა გამოიცვალა სავენტილაციო ჭრილებმაც.



რაც შეეხება სისტემას ისიც განახლდა და ახლა სედანს აქვს ბრენდის საფირმო უახლესი iDrive სისტემა. როგორც კომპანიაში აცახდებენ ახლა სისტემის გრაფიკა და მენიუ მაიხლოებულაი სმარტფონის სტილტან და ფუქნციოანლში ასევე დამატებულაი ხმოვანი ბრზანებების შემსრულებელი ასისტენტი.

რაც შეეხება კანქვეშ არსებულ სიტუაციას, აქ ვხედავთ 2.0 ლიტრიან ოტხცილინდრიან ძრავს საბაზისო მდოელში 330i, რომელიც 255 ცხენს გამოიმუშავებს. ამის შემდეგ მოდის პლაგინჰიბრიდული 330e ჯამში 288 ცხენით. უფრო მაღლა კი ხვედავთ
M340i-ს რომელსაც 3.0 ლიტრიანი 382 ძლაიანი სისტემა კვებავს, აქვს სრული ამძრაობა და 18-იანი ბორბლები სტანდარტულად.



ამ დროისთვის კომპანია გფასს არ აზუსტებს, თუმცა ვიცით რომ მიმავალი მოდელის ფასი 42,445 დოლარიდნა იწყებოდა შტ6ატებში და 55,695 დოლარს აღწევდა. მოდელის გტაყიდვები შტატებში ივლისიდან დაიწყება გერმანიაში ოდნავ უფრო ადრე.

ბეჭდვა