Tesla Model 3 თუ Toyota Camry - რომლის შენახვა დაგიჯდებათ უფრო ძვირი
 Tesla Model 3 თუ Toyota Camry - რომლის შენახვა დაგიჯდებათ უფრო ძვირი
18.05.2022
ძალიან ბევრი მყიდველი ახალი ავტომობილის შეძენისას ჯერ კდიევ უპირატესობას ანიჭებს შიგა წვისძრავიან ავტომობილს. ამის მთავარი მიზეზი კი ელექტრომობილების მნიშვნელოვანი სიძვირეა. ამასთან გავრცელებული აზრია რომ ელექტრომობილების შენახვა უფრო იაფი ჯდება. არის თუ არა ეს ასე, ამის გასარკვევად ექსპერტებმა ერთმანეთს შეადარეს Tesla Model 3 და Toyota Camry.

ფლობის ღირებულება განისაზღვრა მათი პირვანდელი ფასისა და ექსპულატაციის დროს გაწეული ხარჯების დაანგარიშებით. როგორც წესი თავიდან ელექტრომობილები ძვირი ღირს ტრადიციულ ანალოგებზე. თუმცა თავდაპირველი ხარჯების კომპენსირება ხდება შემდგომ მათი შენახვისას, მათ შორის ესაა უფრო იაფი მოსმახურება და ღირებულების
შენარჩუნება მეორად ბაზარზე.

ექსპერეტებმა დაითვალეს რომ Tesla Model 3-ის ხუთწლიანი ფლობისა და 100,000 კმ გარბენისას მასზე საშუალოდ დახარჯავენ 37 800 დოლარს. ამავე პერიოდში კი Toyota Camry-იზე დაიხარჯება 31 200 დოლარი. ეს კი ნიშნავს რომ შიგაწვისძრავიანი ჰიბრიდული მოდელის შენახვა 5-წლიან პერიოდში უფრო სარფიანი ვიდრე ელექტრომობილის. აი მხოლდო შიგაწვისძრავიანი ავტომობილის ხარჯები კი ბევრად მეტია ელექტრომობილის შენახვაზე. ამასტან უნდა გავითვალსიწინოთ რომ ახალი Tesla Model 3-ის ფასი 40,000 დოლარია, ხოლო Toyota Camry-ის ფასი 25,000 დოლარი.