რუსეთში Москвич-ის წარმოებას დაიწყებენ
რუსეთში Москвич-ის წარმოებას დაიწყებენ
16.05.2022
მას შემდეგ რაც ფრანგულმა კომპანიამ Renault რუსეთი დატოვა, ხოლო მისი კუთვნილი რუსული აქტივები რუსეთის სახელწმიფომ მიისაკუთრა, ქალაქ მოსკოვის მერმა მიხეილ სობიანინმა განაცხადა, რომ  ქარხნის კონვეიერიდან დაიწყება ავტომობილების წარმოება ბრენდ Москвич-ის ქვეშ. ამაში კი მათ დაეხმარება კიდევ ერთი რუსული ავტოკომპანია КамАЗ.

მისი ტქმით პირველ ეტაპზე ქარხანა შიგაწვისძრავიან „მოსკვიჩებს“ გამოსცემს, ხოლო შემდეგ არაა გამორიცხული აქ ელექტრომობილების წარმოებაც დაიწყონ.

მერის ტქმით ქალაქის ხელისუფლება ვერ დაუშვებს რომ ქარხნის მრავალატასიანი კოლექტივი სამსახურის გარეშე დარჩეს, ამიტომ გადაწყვიტეს ფრანგების მიერ მიტოვებული ქარხანა Рено Россия მერიის ბალანსზე გადავიდეს და
ტანამშრომლების დიდი ნაწილი ამ გზით შეინარჩუნონ.

სობიანინის თქმით ისტორიული სახელი Москвич დაუბრუნდება ამ ქარხანასაც. კონკრეტულად როდის დაიწყებს ქარხანა „მოსკვიჩების“ წარმოებას ეს უცნობია. მანამდე კი ამ ქარხნის სიმძლავრეებზე ფრანგული კომპანია აწარმოებდა მოდლებს Renault Duster და Kaptur, ასევე  Nissan Terrano-ს.

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად