Mercedes-Benz-მა ჩუმად გაყიდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი
Mercedes-Benz-მა ჩუმად გაყიდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი
13.05.2022
ამ დრომდე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილად ითვლებოდა 1962 წლის Ferrari 250 GT, რომელიც 4 წლის წინ 70 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ახლა კი ვიგებთ რომ ეს რეკორდი მოხსნილია. გამოცემა Motorious უსახელო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Mercedes-Benz-მა გაუხმაურებელ საქველმოქმედო აუქციონზე გაყიდა უნიკლაური 1956 წლის 300 SLR Uhlenhaut Coupe. თუ გამოცემას დავუჯერებთ ეს ექსკლუზიური მოდელი 136,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Daimler-Benz-მა სარბოლო კუპე 300 SLR  მყარი სახურავით 1956 წლის სეზონისთვის სპეციალურად შექმნა. მოდელი SLR Uhlenhaut Coupe 290 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და იმ დროისთვის იყო ყველაზე
სწრაფი ავტომობილი მსოფლიოში. კომპანიას აქამდე არაერთხელ უთქვამს, რომ მის გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა როგორც ჩანს შეთანხმება გაყიდვაზე მაინც შედგა.