რუსული АвтоВАЗ-ის გაყიდვები 63,6%-ით დაეცა
რუსული АвтоВАЗ-ის გაყიდვები 63,6%-ით დაეცა
07.04.2022
მარტის თვეში რუსეტში ახალი ავტომობილების გაყიდვები მნიშმვნელოვნად შემცირდა. მათ შორის უდიდესი კლება დაუფიქსირდა ტავად რუსულ ავტომწარმოებელს АвтоВАЗ-ს, რომლის რეალ8იზება გასული წლის მარტთან შედარებით 63,6%-ით არის შემცირებული. კომპანიამ მარტში მხოლოდ 12 289 ავტომობილისრეალიზება შეძლო. ამასტან კომპანიის ტებერვლის გაყიდვები შემცირებული იყო 20,8%-ით.

მიმდინარე წლის პირველ კვარტლაში კომპანიამ 52 712 ავტომობილი გაყიდა ჯამში რაც 37,2%-იანი კლებაა, ვიდრე 2021 წლის იანვარ-მარტში.

როგორც ცნობილია მარტში კომპანიის ტოლიატისა და იჯევსკის ქარხნები მეტწილად გაჩერებული იყო მაკომპლექტებელბის არ ქონის გამო. ამას დაემატა უკრაინაში განვითარებული პრცოესები და კომპანიიდან მისი მფლობელი
Renault Group-ის გასვლის გადაწყვეტილება, რომელიც ამ კომპანიაში აქციების 68%-ს ფლობს. Renault Group საკუთარი წილის გაყიდვის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, თუმცა ამას ხელს უშლის სანქციების რეჟიმი რის გამოც უჭირს მისი გაყიდვა.