Tesla ოფიციალურად შევიდა კიდევ ერთ ქვეყანაში და ეს არის...
Tesla ოფიციალურად შევიდა კიდევ ერთ ქვეყანაში და ეს არის...
26.01.2022
ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla კიდევ ერთ ქვეყანაში შევიდა ოფიციალურად. ეს არის ჩვენი მეზობელი თურქეთი, სადაც კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა და 3,72 მლნ დოლარის კაპიტალდაბანდება მოხდა. კომპანიის უახლოეს გეგმაშია სადილერო ცენტრის გახსნა რათა გაყიდოს ამ დროისთვის ხელმსიაწვდომი ოტხივე მოდელი (Model 3, Y, S და X) და ამავდროულად გამართოს დამტენი ქსელური სადგური Supercharger, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მეზობელ ბულგარეთს, სერბეთს და რუმინეთს. (საქართველო ნახსენები არ არის)

Tesla-ს თურქეთის ბაზარზე შესვლა ჯერ კიდევ 2017 წელს იყო დაგეგმილი, როცა კომპანიის თავკაცმა ილონ მასკმა და
ქვეყნის პრეზიენტმა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა განიხილეს ქვეყანაში Tesla და SpaceX-ის სამომავლოდ ჩაშვების გეგმები. 5 წლის შემდეგ კი თურქეთში გაიხსნა Tesla-ს წარმოამდგენლობა, რომლის ხელმძრვანელად დაინშნა ემირ ტუნჩურეკი, რომელიც გახლავთ ადგილობრივი კომპანია E-Garaj-ის დამფუძნებელი, რომელიც თავის მხრივ თურქეთში ელექტრომობილების იმპორტით იყო დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ელექტრომობილების გაყიდვები მნიშვნელოვნად იზრდება. გასულ წელს ქვეყანაში 4 ათასამდე ელექტრომობილი გაიყიდა, მაშინ როცა 2020 წელს 1600, თუმცა შედეგს რთულია ვუწოდოთ მნიშვნელოვანი, იმ ფონზე როცა თურქეთში გასულ წელს ჯამში  737 350 მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა. სულ კი ამ ქვეყანაში რეგისტრირებულია 7-8 ათასი ელექტრომობილი

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად