ერთი Tesla-ს აწყობაზე 38 წამი იხარჯება
ერთი Tesla-ს აწყობაზე 38 წამი იხარჯება
24.01.2022
ამერიკული კომპანია Tesla-ს შანხაის ქარხანა გახდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე ქარხანა ელექტრომობილების აწყობის სისწრაფის მიხედვით. ოფიციალური ინფორმაციით ქარხანამ გასულ წელს ერთი ავტომობილის წარმოებაზე საშუალოდ 38 წამი დახარჯა.

გავრცელბულ 10-წუთიან ვიდეოში ჩანს 18 Tesla Model Y-ის წარმოება. თითო მათგანის წარმოებაზე კი 34 წამი იხარჯება. მეორე ათწუთიან ვიდეოში კი 11 Tesla Model 3-ის წარმოებაა ასახული, რომელზეც 55 წამი იხარჯება.

საშუალოდ კი გამოდის რომ ერთ Tesla-ს წარმოებაზე ქარხანა ხარჯავს 38 წამს. (ეს ციფრი მირებულია 24-საათიან რეჟიმში მუშაობის გადანაწილებაზე)

ცნობილია, რომ ჩინეთის გიგაქარხანამ გასულ
წელს 480 000 ავტომობილი აწარმოა. ეს კი თიტქმის ნახევარია კომპანიის მიერ ჯამში წარმოებული ავტომობილების. ამასტან შანხაის ქარხანას ტავისუფლად შეუძლია წლიურად 1 მლნ ავტომობილის წარმოება.