888,888 დოლარად იყიდება არაბი შეიხის Porsche
888,888 დოლარად იყიდება არაბი შეიხის Porsche
19.12.2021
კანადურ ონლაინ პლატფორმაზე Pfaff Reserve გასაყიდად გამოიტანეს მოდელი Porsche 911 Turbo S, რომელსაც უჩვეულო ქასთმ გაფორმება აქვს. მოდელი 1998 წელსაა გამოცემული და ეკუთვნოდა ქუვეითის პრემიერ-მინსიტრს ნასერ-ალ მუჰამედ ალ-აჰმედ ას-საბაჰს, რომელიც როგორც ჩანს გამორჩეული იყო ექსტრავაგანტული გემოვნებით. ავტომობილს აქვს კაშკაშა ნარინჯისფერი სალონი სადაც კონტრასტული სხვა ფერიც კი არ ჩანს, თუ არ ჩავთვლით მაგნიტოლას.

ის ნატურალურ ტყავშია გაწყობილი, აქვეა წითელი ხის ჩანართები და რამდენიმე კრემისფერი დეტალი.

ძარა კი ინტერიერთან შედარებით თავშეკავებულია. ის ცივი თეთრი ფერისაა და აქვს ყვითელი სამუხრუჭე ხუნდები. რაც შეეხება გულს
აქ 3,6 ლიტრიან ორმაგად ტურბირებულ ძრავს ვხედავთ 450 ცხენით.

მას მხოლოდ 135 კმ გარბენი აქვს. შეიხი მას 888,888 დოლარად ყიდის


ბეჭდვა