რა შესთავაზა ერდოღანმა ილონ მასკს
რა შესთავაზა ერდოღანმა ილონ მასკს
17.12.2021
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდორანი ამერიკელ ბიზნესმენს და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს ილონ მასკს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპქეტივები როგორც ელექტრომობილების ტექნოლოგიის ასევე კოსმოსურ სფეროში.

„მათ განიხილეს მრავალმხრივი საკითხები, როგორც სახელწმიფოთშორის ასევე კერძო კომპანიების თანამშრომლობის დონეზე, მათ შორის თურქეთში თანამგზავრების გაშვების და კოსმოსური ტექნოლოგიბის კუთხით. მოლაპარაკებებისას ასევე წამოიწია ავტომობილებისა და ციფრული ეკონომიკის თემებმა“ - აცხადებენ ერდოღანის ადმინსიტრაციაში.

უფრო კონკრეტულად კი ერდოღანმა მასკთან განიხილა თანამშრომლობის შესაძლებლობა, რომლის მიხედვით თურქეთი შეძლებს მიიღოს ლითიუმ-იონის ელემენტები ქვეყნის პირველი სეირული
ელექტრომობილისთვის TOGG, რომლის მასიური წარმოება მალე უნდა დაიწყოს.

თანამგზავრების ნაწილში კი ერდოღანმა მასკს გაუიზიარა მისი სურვილის შესახებ გაზარდოს Turksat აპარატების განთავსება ორბიტაზე. ასევე ესაუბრა თურქეთის ეროვნულ კოსმოსურ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც ანკარა გეგმავს განახორციელოს პილოტირებული და უპილოტო გაფრენები კოსმოსში და მოამზადოს საკუთარი კოსმონავტები.

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად