კონვეიერიდან გადმოვიდა პირველი Lada Niva Travel
კონვეიერიდან გადმოვიდა პირველი Lada Niva Travel
01.06.2021
რუსული ავტომწამროებელი კომპანია АвтоВАЗ-ის ტოლიატის კონვეიერიდან გადმოვიდა Lada Niva Travel-ის პირველი ეგზემპლარი. ზაფხულის ბოლომდე სწორედ ამ ქარხანაში გადავა სრულად რუსული უგზოობის მოდელის წარმოება.

ამ დროისთვის ადგილზე სხვადასხვა ტიპის ტექნიკური პროცესების მოგვარება ხდება, მაგალითად ძარას შედუღების პროცესის ოპტიმიზება ხდება ინჟინრების ხმრიდან. მათი თქმით იმისათვის რომ ოპტიმალურ ხარისხამდე მოხდეს წარმოების აყვანა კონვეიერიდან გადმოვა იმდენი ავტომობილი რამდენიც საჭირო გახდება ტექნოლოგიის შემუშავებისთვის.

აპრილის ბოლოს გახდა ცნობილი რომ АвтоВАЗ აპირებდა Lada Niva Travel-ის ტოლიატის ძირიტად კონვეიერზე წარმოების გადატანას, სადაც უკვე გამოდის Niva Legend. კომპანიაში აცხადებენ რომ
გადატანის პროცესი სრულად ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება.