ახალი Niva-ს პლატფორმაზე АвтоВАЗ-იც იმუშავებს
ახალი Niva-ს პლატფორმაზე АвтоВАЗ-იც იმუშავებს
28.05.2021
Lada Niva Legend (ყოიფილი 4х4) თაობის ცვლილებისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც გადავა ახალ პალტფორმაზე CMF-B რომელიც შემუშავებულია Renault-Nissan-ის მიერ. თუმცა ფრანგულ პლატფორმაზე დამატებით იმუშავებე ტოლიატელი ინჟინრები და როგორც ჩანს ახალი მოდელი შეინარჩუნებს АвтоВАЗ-ის ძრავებსაც.

CMF-B პლატფორმა  რომელსაც Lada გაიყოფს Dacia-სთან  სხვადასხვა მოდელებისთვისაა განკუთვნილი, მასზე პერიოდულად 4 სხვადასხვა ავტომობილი გამოვა, მათ შორის იქნება მეორე თაობის Lada Niva Legend, რომელიც 2024 წლისთვის უნდა გამოვიდეს.

АвтоВАЗ პირობას დებს, რომ ახალი Lada უკეთესი იქნება Dacia-ს Bigster-ზე და მას ყველა აუცილებელ უგზოობის ხარისხს შესძენს: მაღალ კლირენსს და
სრულ ამძრაობას. ამ დროისთვის ამ ბაზას  CMF-B პალტფორმა არ ითვალსიწნებს, ამიტომ  АвтоВАЗ-ის ინჟინრებს მოუწევთ მისი დამუშავება.

ამასთან ახალი „ლადები“ შეინარჩუნებენ რუსულ ძრავებს 1,6 და 1,8 ლიტრის მოცულობით, რომელტა დამშავება მოხდება ტოლიატელი ინჟინრების მიერ. კომპაქტური ტურბირებული ძრავები, რომლებიც განკუთვნილია Dacia-სთვის რუსულ ავტომობილებს არ არგებათ.