რა ეტაპზეა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობა აგვისტოს მდგომარეობით
რა ეტაპზეა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობა აგვისტოს მდგომარეობით
24.08.2023
ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების, მათ შორის ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე მთავარი გვირაბის 7 367 მეტრი (80%-ზე მეტი) უკვე გაბურღულია.

პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც, რომლის 5 265 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის.

შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში შენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს.

პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.