რას ითხოვენ ავტოიმპორტიორები?
რას ითხოვენ ავტოიმპორტიორები?
26.05.2023
ავტოიმპორტიორები, რომელთაც ქვეყანაში მანქანები დაშლის მიზნით შემოჰყავთ, ავტომობილის განსხვავებული წესით დაბეგვრას ითხოვენ. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით ავტომობილების იმპორტიორთა ასოციაციამ პარლამენტს უკვე მიმართა.

„არსებული პრაქტიკით, იმპორტიორს, რომელიც ავტომობილების ნაწილებზე მუშაობს, უწევს 400-500 ან ზოგან 600 დოლარი გადაიხადოს იმპორტიორ ქვეყანაში, დააშლევინოს ავტომობილი და ისე შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში. ან უწევთ შემოიყვანონ მთლიანი ავტომობილი, განაბაჟოს ჩვეულებრივ აქციზის გადასახადით, რაც შესაბამის ავტომობილზეა დადგენილი და შემდეგ დაშალოს ნაწილებად.

იმის გამო, რომ დღეის მდგომარეობით, ლოგისტიკური ხარჯები საკმაოდ გაიზარდა და ეს 400-600 დოლარი რთული გადასახდელია, ვთავაზობთ სახელმწიფოს ავტომობილის ჩამოყვანის შემთხვევაში,
დეკლარირებისას იმპორტიორმა თავად გადაწყვიტოს, ეს ავტომობილი სჭირდება როგორც ნაწილები, თუ როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალება და ამის შესაბამისად, მოხდეს მისი დეკლარირებაც. ამ ცვლილებით იმპორტიორები საშუალოდ, 1 000-ლარიან შეღავათს მიიღებენ,“- განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ.

ავტორი:თაია არდოტელი
წყარო:bpn.ge
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად