რამდენი მილიონის ბენზინს მოიხმარენ ქართველი პარლამენტარები
რამდენი მილიონის ბენზინს მოიხმარენ ქართველი პარლამენტარები
15.03.2023
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის საწვავის შესაძენად, 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, ბიუჯეტიდან, 2 მილიონამდე ლარი გამოიყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, საპარლამენტო თანამდებობაზე მყოფი პარლამენტის წევრებისათვის ჯამში გამოყოფილია 51 ერთეული ავტომანქანა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის ყოველთვიურად, ლიმიტის მიხედვით, ჯამში 28350 ლიტრი საწვავი გამოიყოფა.

„2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან სრული ავტოპარკის საწვავის შესაძენად გამოყოფილ იქნა 1 904 963.96 ლარი, აქედან,
2020 წლის დეკემბერში − 35 706.38 ლარი. 2021 წელს გამოიყო 779 720.24 ლარი, 2022 წელს − 1 025 250.52 ლარი, ხოლო 2023 წლის მხოლოდ იანვარში − 64 286.82 ლარი.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის განკუთვნილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის ყოველთვიურად, ლიმიტის მიხედვით, ჯამში 7950 ლიტრი საწვავი გამოიყოფა “, - ნათქვამია „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად