საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი 98%-ით გაიზარდა
საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი 98%-ით გაიზარდა
06.02.2023
საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 98%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, თუ 2021 წელს ქვეყნიდან 456.5 მლნ დოლარის ღირებულების მანქანა გავიდა, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 903.8 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, ზრდაა რაოდენობაშიც, თუმცა მხოლოდ 25%-იანი. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნიდან 79 887 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, 2021 წელს კი 63 860.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილები საქართველოდან საექსპორტო ჯგუფებში მეორე ადგილზე, ხოლო იმპორტირებულ სასაქონლე ჯგუფებს შორის პირველ ადგილზეა.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყანას, სადაც საქართველოდან 2022 წელს ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი გავიდა:
  • აზერბაიჯანი
    - 30 452 ერთეული ავტომობილი (308.4 მლნ აშშ დოლარი)
  • უკრაინა - 12 673 ერთეული ავტომობილი (119.8 მლნ აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 11 932 ერთეული ავტომობილი (144.7 მლნ აშშ დოლარი)
  • ყაზახეთი - 7 352 ერთეული ავტომობილი (104.4 მლნ აშშ დოლარი)
  • ყირგიზეთი - 7 441 ავტომობილი (70.9 მლნ აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 5 395 ერთეული ავტომობილი (75.6 მლნ აშშ დოლარი)
  • ტაჯიკეთი - 2 610 ავტომობილი (17.2 მლნ აშშ დოლარი)
  • ბელგია - 540 ავტომობილი (24.7 მლნ აშშ დოლარი)
  • მოლდოვა - 313 ავტომობილი (3.082 მლნ დოლარი)
  • ბელარუსი - 230
    ერთეული ავტომობილი (6.4 მლნ აშშ დოლარი)










ინფორმაციისთვის, 2022 წელს ქვეყანაში 1.6 მლრდ აშშ დოლარის ავტომობილები შემოვიდა. რაც შეეხება 2021 წელს, ქვეყანაში 935.4 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, ზრდა 73.1%-ია. რაოდენობრივად კი სურათი ასეთია - 2021 წელს - 126 287 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, 2022 წელს კი 149 016-ის.

ავტორი:თამარ მუკბანიანი
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად