რა შეიცვლება ბაზარზე, როგორ შეძლებენ მძღოლები ლიცენზიის მოპოვებას და გაყიდვას, ან იჯარით გაცემას რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ისაუბრა.
„პირველ რიგში რაც იცვლება და რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, არის ის, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც მოქალაქეებს ემსახურებიან, ეს სერვისი გახდება დამატებით ფასიანი ქაღალდი, რომელიც შეეძლებათ გამოიყენონ როგორც აქტივი. მუნიციპალიტეტმა ამით თქვა, რომ ის დამატებით ლიცენზიას აღარ გასცემს და
ამ ეტაპზე სალიცენზიო მოსაკრებელი 100 ლარია, რომელიც რჩება უცვლელი. თავად ლიცენზიის გაცემა კი ხდება უფასოდ, თუმცა ბუნებრივია, როცა ახალი მოთამაშე შემოვა ბაზარზე, მას დამატებით თანხის გადახდა მოუწევს ლიცენზიის სანაცვლოდ. ჩვენ არც უფასოდ და არც არანაირი ფორმით არ გავცემთ და ბაზარი ლიცენზიის რა ფასსაც დაადგენს, იმ ფასად მოუწევთ ლიცენზიის შეძენა. იმიტომ რომ არ მოხდეს ბაზარზე უმოქმედო და ,,დაძინებული" ლიცენზიების გაჩენა, დღეს ვინც აიღებს ლიცენზიას, თუ ის არ იქნება თეთრ ავტომობილზე მიბმული, მოუწევს 100-ის ნაცვლად 1 000 ლარის გადახდა, რათა არ მოხდეს ბაზარზე ჭარბი ლიცენზიების გაჩენა. ერთ წლის შემდეგ კი, თუ არ მოხდება ლიცენზიის თეთრ ავტომობილზე მიბმა, ის გაუქმდება", - განაცხადა წილოსანმა ,,საქმეში".
ავტორი:თამარ მუკბანიანი