მისი შეფასებით, საქმე გვაქვს პროგრამულ გაუმართაობასთან, რადგან საზღვარზე დაფიქსირებული ავტომობილები ერთიან საინფორმაციო ბაზაში უნდა ხვდებოდნენ და შემდეგში კამერები მათ მიერ ჩადენილ სამართალდარღვევას უნდა აღიქვამდნენ, თუმცა, ეს ასე არ არის.
„როდესაც ვხედავთ საქართველოს საზღვარზე ავტომანქანების 30 კილომეტრიან რიგს, პირველი კითხვა ჩნდება - სად მიდის ეს 30 კილომეტრიანი ნაკადი? რა თქმა უნდა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა
სრული პროტესტი გვაქვს, რადგან კანონის აღსრულება საქართველოში არის დისკრიმინაციული მიდგომებით და კანონის მოთხოვნები ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ანუ ქართულ სანომრე ნიშნებზე, ხოლო შემოსულ ავტომობილებზე, რომელთაც აქვთ უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნები, მათზე საქართველოს კანონმდებლობა არ ვრცელდება. მსგავსი ანალოგი მსოფლიოში არ მოიძებნება. სრულიად გაუგებარია ერთი და იგივე დარღვევაზე რატომ უნდა ჯარიმდებოდეს საქართველოს მოქალაქე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილის შემთხვევაში, ხოლო რუსეთის მოქალაქე რუსეთში რეგისტირებული ავტომობილის შემთხვევაში - არა. უფრო მეტიც, მე პირადად შემხვდნენ ადამიანები, რომლებსაც პირადად უთქვამთ ჩემთვის - „რუსული სანომრე ნიშანი აიღე და იგულავე რამდენიც გინდა“, ეს მიდგომაა ბოლო პერიოდში. ყველაზე მომაკვდინებელი დარღვევაა სიჩქარის გადაჭარბება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული სიკვდილიანობაზე ჩვენს გზებზე და სიჩქარის მთავარი მაკონტროლებელი ე.წ. ჭკვიანი კამერა რადართან ერთად, არ რეაგირებს უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნებზე. ჩვენ დაუყოვნებლივ ვითხოვთ, რომ კანონის აღსრულება გზებზე გავრცელდეს ყველა კანონდამრღვევზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა და მიუხედავად მათი ავტომობილის რეგისტრაციის ადგილისა. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი. დღეს გვაქვს სიტუაცია, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს მოეთხოვებათ კანონის დაცვა და აქ შემოსულ ათიათასობით ადამიანს შეუძლია კანონი რეგულარულად დაარღვიოს და დაარღვიოს ის კანონი, რომელიც მსხვერპლს იწვევს გზებზე. ჩვენ როგორც ვხვდებით, საქმე გვაქვს პროგრამულ გაუმართაობასთან. ეს ეხება არა მხოლოდ რუსულ სანომრე ნიშნებს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სანომრე ნიშნებს. საზღვარზე ფიქსირდება ავტომობილი თავისი სანომრე ნიშნით და როგორც ჩანს, პრობლემაა პროგრამასთან მიმართებაში, რადგან ეს ავტომობილები უნდა ხვდებოდნენ ერთიან საინფორმაციო ბაზაში და შემდეგში კამერები უნდა აღიქვამდნენ ამ ავტომობილების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევას. როგორც ჩანს, პროგრამა არ არის გამართული“, - განაცხადა მესხიშვილმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ასოციაცია მზად არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის გზით, რეკომენდაციები მიაწოდოს, რადგან დღეს არსებული მდგომარეობა საგზაო უსაფრთხოების დონეს კიდევ უფრო გააუარესებს.