მართვის 10 მავნე ჩვევა რომელიც თქვენს ავტომობილს აზიანებს
მართვის 10 მავნე ჩვევა რომელიც თქვენს ავტომობილს აზიანებს
08.09.2022
ავტომობილის მართვისას ნებსით თუ უნებლიედ ვუშვებთ ისეთ შეცდომებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩვენს ტრანსპორტს ვნებს. შევეცადეთ ლაკონურად ჩამოგვეთვალა იმ მინიმალური პროცესების სია, რომლებიც უმჯობესია მართვისას თავიდან ავირიდოთ და ამით გავუხანგრძლივოთ ჩვენ მანქანებს ექსპლუატაციის დრო.


N1 ხელის მუხრუჭის გამოყენება, რა თქმა უნდა მეტად მნიშვნელოვანია დაღმართზე პარკირებისას, მაგრამ მისი გამოყენება რეკომენდირებულია მაშინაც, როდესაც მანქანას სწორ ადგილზე ვაჩერებთ. თუ ხელის მუხრუჭს არ გამოვიყენებთ პარკირების შემდეგ, ავტომობილის მთლიანი მასა აწვება გადაცემათა კოლოფის ხრუტუნა მექანიზმს და დროთა განმავლობაში მწყობრიდან გამოჰყავს იგი.


N2 არის მომენტები, როდესაც ჩვენი ფინანსები
მკაცრ ლიმიტებს გვიწესებს ბენზინსა თუ ავტომობილთან დაკავშირებულ სხვა და სხვა ხარჯებზე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ,რომ ავტომობილის მართვა მასში გამუდმებით მინიმალური საწვავის დონით, იწვევს პრობლემებს.

საწვავის ტუმბო, რომელიც ავზიდან ძრავამდე საწვავის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი,მთლიანად დაფარული უნდა იყოს ბენზინით ან დიზელით, რათა უპრობლემოდ იმუშაოს. როდესაც ჩვენ არ ვასხამთ საწვავის საკმარის რაოდენობას ჩვენს ავზში, განსაკუთრებით კი დიზელზე მომუშავე ავტომობილებში, დროთა განმავლობაში ტუმბო მწყობრიდან გამოდის. ცოტა საწვავით დაქოქვა, აალების სისტემასაც უქმნის საფრთხეს. ამიტომ ჯობს ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ და გამონაკლისი შემთხვევების გარდა ბენზინის დონე მინიმალურზე სულ ცოტაოდენ მაღლა მაინც დავიჭიროთ


N3 განსაკუთრებით
ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანებზე, Reverse (უკუსვლიდან) Drive (წინ წასვლა) სიჩქარის ცვლილებისას აუცილებლად სრულად უნდა გავაჩეროთ ავტომობილი, რადგან თუ სიჩქარის ცვლილებისას ავტომობილი მცირეოდენ მოძრაობას მაინც განიცდის, ეს პრობლემას უქმნის გადაცემათა კოლოფს.


N4 არსებობს გავრცელებული მითი, რომ ცივ ძრავს რაც მაღალ ბრუნზე ვამუშავებთ, მით მალე გათბება. რეალობა კი ის არის, რომ მსგავსი ქცევა თქვენს ძრავს აზიანებს. რადგან ზეთი ვერ ასწრებს გათბობას, შესაბამისად ძრავის დეტალები არ არის ბოლომდე გაპოხილი და ასეთ დროს მაღალი ბრუნი ზიანის მომტანია. საუკეთესო შემთხვევაში უნდა ვაცადოთ ავტომობილს 20-30 წამი ადგილზე მუშაობა, შემდეგ დავძრათ და ვეცადოთ, რომ პირველი 15-20 წუთი არ გავზარდოთ სიჩქარე რადიკალურად.


N5 სწარფი სიარული და მძლავრი დამუხრუჭება ლოგიკურად დაკავშირებულია ერთმანეთთან. რაც უფრო დიდია სიჩქარე,მით მეტად უნდა გავზარდოთ სამუხრუჭე ძალა, რომ შევძლოთ ავტომობილის დამორჩილება.

გარდა იმისა, რომ მკვეთრი დამუხრუჭება არის სახიფათო, რადგან ხშირ შემთხვევაში ავტომობილის დამორჩილება რთულია, ასევე ამ დროს სამუხრუჭე სისტემაზე მოდის არანორმალური დატვირთვა,რაც მასში შემავალი დეტალების დროზე ადრე მწყობრიდან გამოყვანას იწვევს.


განაგრძეთ კითხვა


ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად