სომხური ავტოექსპორტი ქართულს ემუქრება?
სომხური ავტოექსპორტი ქართულს ემუქრება?
08.08.2022
2022 წელს საქართველოდან სომხეთში 14.6 მლნ დოლარის 2 034 ერთეული მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, გასული წლის 6 თვეში კი, 1.6 მლნ აშშ დოლარის 234 ერთეული ავტომობილის.

საქართველოს ავტო იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ლაშა დარბაისელი ,,ბიზნესპრესნიუსთან" ფაქტს რამდენიმე მიზეზით ხსნის, მათ შორის, რუსეთის ფაქტორით, სადაც შესაძლოა, სომხეთის გავლით გადიოდეს ავტომობილები საქართველოდან.

„სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომი ფაქტობრივად, დასრულდა. დასრულდა პანდემიაც და ზრდა, ცხადია ამ ორი ფაქტორის გამო მოსალოდნელი იყო რეექსპორტის მატება. ზრდის მიზეზია ისიც, რომ ახალი წლოვანების ავტომობილები სჭირდებათ. ეს მხოლოდ სომხეთში არა, აზერბაიჯანშიც 2005
წლის ქვემოთ ასაკის ავტომობილს ვერ შეიყვან. გარკვეული წლოვანება აქვს განსაზღვრული სომხეთსაც. ეს არის ობიექტური მიზეზები, გარდა ამისა, არის სხვაც, რამაც არაბუნებრივი ზრდა განაპირობა.

აქ ერთი საინტერესო ფაქტია კიდევ, კერძოდ, სომხეთის ბაზარი შეიძლება სამომავლოდ კონკურენტადაც კი მოვიაზროთ. ბევრი ჩემი ახლობელი და ნაცნობი ყაზახიც, რომელიც კონკრეტულ მოდელს ეძებდა, ვერ იპოვა საქართველოში და სომხეთში შეიძინა. ასეთი ფაქტებიც ფიქსირდება არც თუ იშვიათად. ასევე, სომხეთიდან და ყაზახეთიდან, დიდი შანსია, რომ ავტომობილები რუსეთში გადიოდეს. სამწუხაროდ, ეს ბევრი ქართველი იმპორტიორისთვისაც კი არ არის პრობლემა, რაც ჩემთვის გასაოცარია. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ყაზახეთში
ასეთი მასშტაბური ზრდა არ არის, განსხვავებით სომხეთისგან. 


რეალურად, ჩვენ გვერდით კონკურენტი ბაზარი იქმნება, რომელიც წაიღებს 800 მლნ დოლარს. აქვს ამ სექტორს რესურსი, რომ ასე განვითარდეს. ახლა ეს საფრთხე სომხეთში დგას, ადრე აზერბაიჯანში იყო, არარეალური ზდა რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია იქმნება, რომელსაც თუ ახლა ვერ გავუძლებთ, ვეღარ დავიბრუნებთ ამ ნიშას. თავიდან ამის შექმნა, რთულია თუ არა შეუძლებელი“, - განაცხადა ავტო იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ავტორი:თამარ მუკბანიანი
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად