თუ ავტომობილში ობის სუნი დგას
თუ ავტომობილში ობის სუნი დგას
31.05.2022
დღესდღეობით კონდიციონერით აღჭურვილი ავტომობილი არ არის ფუფუნება, არამედ ის წარმოადგენს აუცილებლობას. კონდიცირება მანქანაში არა მხოლოდ ზრდის მძღოლისა და მგზავრების კომფორტის დონეს, არამედ აუმჯობესებს კონცენტრაციას, რაც თავის მხრივ ზრდის უსაფრთხოების დონეს მართვის დროს.

ყველა ტიპის ავტომობილის კონდიცირების სისტემას სჭირდება შემოწმება და გამართვა. კონდიციონერი მუშაობის პროცესში წარმოქმნის კონდენსატს, რაც ხელსაყრელი გარემოა ბაქტერიების , სოკოს და ობის განვითარებისთვის.

აუცილებელია სალონის ფილტრის დროულად შეცვლა, დარწმუნდით, რომ კონდენსატის სადრენაჟო ხვრელი არ არის გაჭედილი, რადგან ეს ფაქტორები უზრუნველყოფს მანქანაში კომფორტულ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს.

ფილტრის შეცვლის შემდეგ,
თუ მანქანაში კიდევ არის არასასიამოვნო სუნი , მაშინ უნდა ჩატარდეს საჰაერო სისტემების წმენდა/დეზინფექცია.

ჩაძირული ავტომობილების ან ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დეზინფექციის პროცედურის ხელმეორედ ჩატარება.

რა ღირს კონდიციონერის დიაგნოსტიკა საქართველოში?

• კონდიციონერის სრული დიაგნოსტიკის ღირებულებაა - 20 ლარია
• ფრეონის საფასური კი შეადგენს 100 გრ- 10 ლარს
• საჰაერო სისტემების წმენდა/დეზინფექციის ღირებულება - 80 ლარი