როდის დასრულდება საქართველოს ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობა
როდის დასრულდება საქართველოს ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობა
26.05.2022
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებულ ქვეყნის განვითარების 10 წლიან სტრატეგიაში, ყველა მიმართულების განვითარებას და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში 32 მილიარდი ლარი მოხმარდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში "მინისტრის საათზე" გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამავე სტრატეგიით გაწერილი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინდიკატორების მიხედვით, 2030 წლისთვის დასრულებული იქნება ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობა;

„წითელი ხიდიდან სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება და ნაცვლად 8 საათისა 4 - 4.5 საათი იქნება; 2025 წლისთვის ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი სტანდარტის შესაბამისი
წყალმომარაგება; 2030 წლისთვის მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება წვდომა სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე; გაძლიერდება მუნიციპალიტეტები და გაიზრდება მათი შესაძლებლობები და 2025 წლის ბოლოსთვის თვითმმართველობების შემოსულობები მშპ-ის არანაკლებ 7% იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.