რა ეტაპზეა რიკოთის მშენებარე მაგისტრალი მაისის მდგომარეობით
რა ეტაპზეა რიკოთის მშენებარე მაგისტრალი მაისის მდგომარეობით
10.05.2022
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც 4 მონაკვეთადაა დაყოფილი, ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები 88 ხიდსა და 51 გვირაბზე პარალელურად და ინტენსიურად მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 51 გვირაბიდან გაჭრილია 16 გვირაბი. სამშენებლო სამუშაოები სრულად უკვე 3 გვირაბსა და 6 ხიდზეა დასრულებული.

„მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორზოლიან, ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა. ახალად გახსნილი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა და 3 გვირაბს.

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 51.6 კმ-მდე სიგრძის გზა შენდება, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის
მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იანი მონაკვეთი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იანი მონაკვეთი, უბისა-შორაპანის 13 კმ-იანი მონაკვეთი და შორაპანი-არგვეთას 14,7კმ-იანი მონაკვეთი.

რიკოთის მოდერნიზება მნიშვნელოვანია ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით.

რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გადაადგილების სიჩქარე, რომელიც ამჟამად 60 კმ/სთ-ია, გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება. გზის მშენებლობაზე, ამჟამად დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა დაახლოებით 68% საქართველოს მოქალაქეა.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის
სამშენებლო სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, ეტაპობრივად 2024 წლამდე დასრულდება. გარკვეული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლა უკვე მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად