რომელ მანქანებს გირჩევთ მოგო ზამთრისთვის და როგორ მოვუაროთ მათ?
რომელ მანქანებს გირჩევთ მოგო ზამთრისთვის და როგორ მოვუაროთ მათ?
16.02.2022
მანქანის შეძენამდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ბაზრის პატარა კვლევა ჩაატაროს და შეარჩიოს საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ავტომობლი. მანქანის შერჩევისას თითოეული მომხმარებლის პრეფერენციები განსხვავებულია და ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ავტომობილის ეკონომიურობას, საწვავის ტიპს, ბრენდს, ვიზუალს,  გამავლობას, მანქანის მოცულობასა და სხვა მრავალ ფაქტორს.

მანქანის შერჩევისას ასევე მნიშვნელოვანია რომ მომხმარებელმა გაითვალისწინოს მისი ყოველდღიური მარშრუტი. სად გიწევთ ყველაზე ხშირად გადაადგილება? ქალაქის ვიწრო ქუჩებში, თუ - ქალაქგარეთ? ქვაფენილიან ზედაპირზე, გზატკეცილზე, ავტობანზე თუ - მიწიან, მთა-გორიან ლანდშაფტზე?

მოცემულ სტატიაში მოგო შემოგთავაზებთ იმ მანქანების ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე გამოყენებადი შეიძლება აღმოჩნდეს
მომხმარებლებისთვის, ვისაც ხშირად უწევთ გადაადგილება მაღალმთიან რეგიონში, თოვლიან ადგილებში, ზამთრის კურორტებზე.

ამავე ბლოგში თქვენ მიიღებთ რჩევებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოუაროთ ავტომობილს და რა არ უნდა გამორჩეს მძღოლს მხედველობიდან ზამთარში.

1. რომელ ავტომობილებს გირჩევთ მოგო ზამთრის პირობებში?

თქვენ შეიძლება ხშრად გიწევთ ზამთრის კურორტებზე ვიზიტი ან უბრალოდ მაღალმთიან რეგიონში თოვლიან ლანდშაფტზე სიარული. მსგავს ადგილებზე სიარული ყველა ტიპის მანქანით კომფორტულად და რაც მტავარია უსაფრთხოდ სიარული წარმოუდგენელია. მკაცრი ზამთრის კომფორტულად დაძლვისათვის მოგო გირჩევთ შემდეგ ავტომობილებს:

Toyota Land Cruiser - შეგვიძლია ამ მანქანას ვუწოდოთ უნივერსალური გამომდინარე იქიდან, რომ
ეს ავტომობილი არ გიღალატებთ
არც ქვიშიან ლანდშაფტზე გადაადგილებისას და არც თოვლიან ზედაპირზე, ცივ ზამთარში მოძრაობისას. ამ მანქანის უპირატესობა მისი ტევადობაცაა, რაც გაძლევთ საშუალებას, რომ მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად ეწვიოთ ზამთრის კურორტებს ისე, რომ არც თანწასაღები ბარგის რაოდენობაზე შეიზღუდოთ თავი.

BMW X5 - საქართველოში საკმაოდ პოპულარული ავტომობილია. მისი პოპულარობა ცხადია მისი კომფორტულობიდანაც გამომდინარეობს. ზამთრის სეზონს რაც შეეხება, ეს მოდელი ნამდვილად ხელსაყრელია მინიმუმ მისი ტევადობითა და გამავლობით.

Honda CR-V - წინა ორი ავტომობილისგან განსხვავებით ეს უკანასკნელი გაბარიტებით ბევრად მომცრო ზომისაა, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს იმას, რომ ზამთარში ამ ავტომობილით კომფორტულად გადაადგილდეთ. Honda CR-V საკმაოდ კარგად დადის მთა-გორიან და თვლიან ზედაპირზე. მისი ტევადობა წინა ორი მოდელის მსგავსი არაა, თუმცა გამოსავალი აქაც არსებობს, ზედა საბარგულის დამაგრება დაგეხმარებათ დაზოგოთ ადგილი მანქანის შიდა სივრცეში.

აღნიშნული და სხვა მრავალი ავტომობილის მოძებნა შეგიძლიათ მოგოს პარტნიორ ავტოსადგომზე - autosale.ge-ზე. რაც შეეხება მანქანის შეძენას გახსოვდეს, რომ მოგოს მომხმარებელზე მორგებული საუკეთესო ავტო ლიზინგის პირობები აქვს.


2. მანქანის მოვლა ზამთრის სეზონზე

თუკი ზამთრის სეზონის შესაფერის მანქანის მოდელზე ვსაუბრობთ, აუცილებელია რომ აქვე მანქანის მოვლის ზამთრის სეზონის შესაბამისი პირობებიც ვახსენოთ.  რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა ამ სეზონზე?

მნიშვნელოვანია რომ ზამთრის დადგომასთან ერთად შეამოწმოთ საბურავების ღარების სიმაღლე, გაუკეთოთ ბალანსირება და გადაანაცვლოთ.

საყურადღებოა ასევე საბურავების წნევის კონტროლი.

ცხადია უმნიშვნელოვანესია სეზონური საბურავებიც. ზამთრის საბურავები დიდი მოჭიდების წყალობით უსაფრთხო მგზავრობსი გამოცდილებას შეგიქმნით თოვლიან თუ მოყინულზედაპირზე.

გაითვალისწინეთ ზეთისა და ანტიფრიზის შეცვლაც.

აუცილებლად შეამოწმეთ აკუმატორი, ხოლო თუ ჰიბრიდი გყავთ შეამოწმეთ ბატარეები. ცივ ამინდში განსაკუთრებით გასაკონტროლებელია ეს უკანასკნელი იმ მიზეზით, რომ ცივ ამინდში ბატარეის წარმადობა იკლებს.

სულ ესაა, მალე მოგო ინდუსტრიისათვის სხვა საინტერესო სტატიებით დაგიბრუნდებათ.

წაიკითხეთ მეტი ჩვენს ბლოგზე: რა არის უკულიზინგი | ავტო ლიზინგი ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტილება

R